თინიკაშვილი, დავით (2020) რუსეთის იმპერიის ანტიდასავლური რელიგიური პოლიტიკა და მისი ასახვა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში. ხილული და უხილავი რელიგია: რელიგიის საკითხების სოციო-პოლიტიკური და კულტურული განზომილება საქართველოში. (კონფერენციის მასალები).
ტექსტი
Title-Abstract.pdf Download (59kB) |
რეზიუმე
აბსტრაქტი სტატიაში განხილულია რუსეთის ანტიდასავლური ორიენტაციის განმაპირობებელი ფაქტორები და მოკლედაა აღწერილი აღმოსავლელი სლავების დასავლეთთან ურთიერთობის საკვანძო მომენტები და ძირითადი ეტაპები. ორსაუკუნოვანმა მონღოლურმა ბატონობამ თავისი კვალი დააჩნია რუსულ საერო და საეკლესიო მმართველობის სტილს. თუმცა რუსეთის ანტიევროპული შემართება მხოლოდ მონღოლური გავლენით არ ყოფილა ნასაზრდოები. ამ მხრივ, სხვა ფაქტორებს შორის კათოლიკეების “სხვებად” და “მტრებად” აღქმის სურვილიც იყო, რაც მნიშვნელოვან სტიმულს იძლეოდა დასავლური საქრისტიანოს წინააღმდეგ ბრძოლის საწარმოებლად. ამას გარდა, ცარისტული რუსეთი თავისი ანტიკათოლიკური პოზიციით ცდილობდა ბიზანტიის მემკვიდრეობითობის იდეა განემტკიცებინა. ევროპასთან დაპირისპირების თვალსაზრისით, მეცხრამეტე საუკუნემდე რუსეთის ცივილიზაციური ჩაკეტილობა და კულტურული ჩამორჩენილობაც თავის უარყოფით როლს ასრულებდა. სტატიის მეორე ნაწილში გაანალიზებულია რუსეთის იმპერიაში არსებული ანტიკათოლიკური პოლიტიკის ასახვა საქართველოში. ამგვარი ანტიდასავლურობის ასეთი ხისტი შემოჭრა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოსთვის საკმაოდ მტკივნეული იყო, რადგან ის თავისი ბუნებრივი განვითარებით სწორედ ევროპისკენ მიისწრაფვოდა, რასაც მოწმობს ამ დროის მეინსტრიმული ქართული პრესის ანალიზიც. რუსული კოლონიალური პოლიტიკა არა მხოლოდ ქართველი მართლმადიდებლების რუსიფიკაციას გულისხმობდა, არამედ საქართველოში მცხოვრები კათოლიკეების დევნასაც. რუსეთი კათოლიკე მისიონერებს ევროპის პოლიტიკურ აგენტებად აცხადებს და 1845 წელს საქართველოდან აძევებს. ქართველი კათოლიკეების ნაწილი ახალციხეში იწყებს კონცენტრირებას, რადგან ქვეყნის ამ რეგიონში რუსეთის კონტროლი ნაკლები იყო, ნაწილი კი ემიგრაციაში მიდის და სხვადასხვა ქვეყანაში თავის კულტურულ ცენტრებს აარსებენ (სტამბული, მონტობანი და სხვა). საქართველოში რუსული კოლონიური პოლიტიკის ნაწილი იყო აგრეთვე განათლებისა და კულტურის გავრცელებისთვის დაბრკოლების შექმნა. როგორც საერო, ისე საეკლესიო სფეროებში ქართველებისთვის ქართული ენის გამოყენების აკრძალვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
თემატიკა: | B Philosophy. Psychology. Religion > BR Christianity D History General and Old World > D History (General) D History General and Old World > D History (General) > D204 Modern History D History General and Old World > DK Russia. Soviet Union. Former Soviet Republics D History General and Old World > DI Georgian History D History General and Old World > DM Medieval Studies |
ქვეგანყოფილება: | Institutes > G. Tsereteli Institute of Oriental Studies |
განმათავსებელი მომხმარებელი: | დავით თინიკაშვილი |
განთავსების თარიღი: | 04 დეკემბერი 2020 10:59 |
ბოლო ცვლილება: | 04 დეკემბერი 2020 10:59 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9927 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |