ელ. საცავი eprints-ი (http://eprints.iliauni.edu.ge/) არის სივრცე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობაში ჩართულ პროფესორებსა თუ მკვლევარებს საშუალებას მისცემს ერთ სივრცეში შექმნან საკუთარი აკადემიური პორთფოლიო, სადაც საშუალება ექნებათ ორგანიზებულად მოუყარონ თავი მათ მიერ შექმნილ სხვადასხვა სახის პუბლიკაციასა თუ ნაშრომს, როგორიცაა: სტატია, წიგნი, წიგნის ნაწილი (პარაგრაფი), რედაქტირებული წიგნი, სამეცნიერო ნაშრომი, საკონფერენციო მასალა, პატენტი, არტეფაქტი, გამოფენა, თხზულება, წარმოდგენა, აუდიო მასალა, კვლევის შედეგები და სხვა. საცავის მეშვეობით, პროფესორი/მკვლევარი თავად მართავს საკუთარ პორთფოლიოს, რაც საშუალებას აძლევს დაუყოვნებლივ მოახდინოს, როგორც მასალების დამატება, ასევე მათი რედაქტირება. მუდმივად განახლებული პორთფოლიო თავის მხრივ დაეხმარება მაძიებელს მოიპოვოს უახლესი ინფორმაცია მისთვის საინტერესო პირის აკადემიური საქმიანობის შესახებ. ასევე საყურადღებოა, რომ ელ.საცავში განთავსებული მასალა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ღია წვდომის რეჟიმში, რაც თავისთავად შესანიშნავი საშუალებაა ინფორმაციის გავრცელებისა.
ზოგადი ინსტრუქციები:
სისტემაში შესვლის შემდეგ, თქვენ იმყოფებით ობიექტების სამართავ რეჟიმში. იმისათვის რომ საცავში განათავსოთ ახალი მასალა, დააჭირეთ ღილაკს „ახალი ობიექტი“
- კარგი საშუალებაა დოკუმენტებზე წვდომის მისაღებად, თუ თქვენ არ იცით კონკრეტულად რას ეძებთ. არსებობს საცავის დათვალიერების რამდენიმე გზა: წლებით, თემებით, აკად.ერთეულებით, ავტორებით. საცავის დასათვალიერებლად „დათვალიერება“ აირჩიეთ სამართავ პანელზე ეკრანის ზედა ნაწილში. შემდეგ აირჩიეთ დათვალიერების შესაძლო გზიდან ერთ-ერთი, მაგალითად - დათვალიერება თემატურად. შემოთავაზებულ იქნება შესაძლო მნიშვნელობების ვარიანტები, ამოირჩიეთ ერთ-ერთი მათგანი. სისტემა შემოგთავაზებთ ყველა იმ დოკუმენტსა თუ ლინკს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შეესაბამება თქვენს მიერ მოთხოვნილ მნიშვნელობას. იმისათვის რომ მიიღოთ მოძიებულ მასალაზე წვდომა, დააწკაპუნეთ მასზე. აბსტრაქტის გვერდზე თქვენ დაინახავთ თემატურ ტოტს, რომელიც ეხება კონკრეტულ დოკუმენტს. მასზე დაწკაპუნებით თქვენ დაბრუნდებით უკან, შესაბამის თემატურ ძიებაში.
საცავი გთავაზობთ ძებნის ორ დონეს, ჩვეულებრივ და გაფართოებულ ძებნას. ისინი ერთმანეთის მსგავსია, თუმცა გაფართოებული ძებნის შემთხვევაში განსხვავდება ისაა, რომ ძებნა სრულდება უფრო დეტალურად, ანუ რამდენიმე მონაცემის ველში ერთდროულად. უბრალოდ ძებნის განსახორციელებლად გამოიყენეთ პირველ გვერდზე მოცემული ბმული „საცავში ძებნა“, ან ძებნის სერვისი სამართავ პანელზე ეკრანის ძედა ნაწილში. ხოლო გაფართოებული ძებნისათვის მიჰყევით „გაფართოებული ძებნა“-ის ბმულს გვერდის ზედა ნაწილში.
ისინი გამოიყენება ისეთ ველებში მოსაძებნად, როგორიცაა ავტორი და აბსტრაქტი. ამ ველებში ტექსტის შესაყვანი ადგილებია და მის მარჯვნივ განთავსებულია მოძრავი მენიუ. ძებნის პირობა შეიყვანეთ ველში. თუ როგორ გამოიყენოს სისტემამ საძიებო ტერმინი, თქვენ შეგიძლიათ მართოთ მოძრავი მენიუს საშუალებით.
მაგალითად, სისტემა ეძებს ჩანაწერს, რომელშიც სათაურიც, აბსტრაქტიცაა და საძიებო სიტყვაც. ასეთ შემთხვევაში სამივე შეიცავს სიტყვას „პაციენტი“ და ტერმინს „დახმარება“
მაგალითად სისტემა მოძებნის ნებისმიერ ჩანაწერს როგორც ტერმინით "პაციენტი" ასევე ტერმინით "დახმარება" და ეს განხორციელდება როგორც ჩანაწერის სათაურში, ისე აბსტრაქტსა და საძიებო სიტყვებში.
ამ შემთხვევაში სისტემა ეძებს თქვენს მიერ ჩაწერილი ფრაზის შესაბამისად, იმავე თანმიმდევრობითა და სიზუსტით როგორც გაქვს მითითებული.
საძიებო სისტემის მნიშვნელობების სიიდან თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ ერთი ან რამდენიმე მნიშვნელობა. თუ კი არც ერთი მნიშვნელობა არ იქნება არჩეული, სისტემა ამ ველს არ ცნობს. თუ სიაში თითოეული ჩანაწერს, ცალკე აღებულს, აქვს ერთზე მეტი მნიშვნელობა, თქვენ ასევე შეგძლიათ შეცვალოთ ძებნის ხერხი, მოძრავ მენიუში „ნებისმიერი“-ს ან „ყველა“-ს ამორჩევის შემთხვევაში.
ზოგიერთ ველს შეიძლება ქონდეს მნიშვნელობა „დიახ“ ან „არა“. მაგალითად ველი „ რეფერირებული“. ამ შემთხვევაში, მოცემული ველი, საშუალებას იძლევა მიუთითოთ გსურთ თუ არა ძიების ობიექტი იყოს ან არ იყოს რეფერირებული. თუ თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ძიების ობიექტი არის თუ არა არის რეფერირებული, ამ შემთხვევაში ეს ველი არ გამოიყენება