იპრინტსი არის ინსტიტუციური საცავი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი აკადემიური პორთფოლიო/პროფაილი რაც გულისხმობს თქვენს მიერ უკვე გამოქვეყნებულ ან გამოსაქვეყნებლად მომზადებულ სხვადასხვა სახის პუბლიკაციებისა და კვლევითი მასალების ერთ სივრცეში განთავსებას. ორგანიზებულ საცავში eprints.iliauni.edu.ge ავტორი თავად ათავსებს სამეცნიერო პუბლიკაციის მეტამონაცემებს/გამოცემის სრულ ტექსტს ან აბსტრაქტს, რომელიც რეპოზიტორში განთავსებისთანავე ხელმისაწვდომი ხდება მაძიებლისათვის.
ელექტრონული კატალოგის მეშვეობით შესაძლებელია საცავში განთავსებულ პუბლიკაციებში ძიება განხორციელდეს სხვადასხვა კატეგორიებით. მაგ: ავტორის, წლის, თემისა და ინსტიტუტის მიხედვით.
ყველა შეტყობინება, რომელიც ეხება მოცემულ საცავს, გააგზავნეთ მისამართზე eprints@iliauni.edu.ge.