არგონავტების ექსპედიცია, მითი თუ რეალობა? გეოლოგიური არგუმენტები

ოქროსცვარიძე, ავთანდილი (2019) არგონავტების ექსპედიცია, მითი თუ რეალობა? გეოლოგიური არგუმენტები. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ISBN 978-9941-8-1461-7

[img] ტექსტი
ა.ო. არგონავტები, წიგნი, 2019..pdf

Download (7MB)

რეზიუმე

თქმულება ადრეულ კოლხეთის სამეფოში არგონავტების გმირული ექსპედიციის შესახებ ანტიკური პერიოდის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული ქმნილებაა, რომლის ფესვები კრეტა-მინოსურ და მიკენურ ეპოქებში უნდა ვეძიოთ. ანტიკურ სამყაროსა და დასავლეთის ცივილი-ზაციაში პოპულარობითა და ფაბულის სიმძაფრით მას მხოლოდ ტროას ლეგენდა თუ უწევს კონკურენციას. ანტიკური დროიდან მოყოლებული ეს თქმულება და მისი მთავარი ობიექტი, „ოქროს საწმისის“ ფენომენი ხე-ლოვანთათვის მუდმივი შთაგონების წყაროს წარმოადგენდა და წარ-მოადგენს, ხოლო მეცნიერთათვის - მძაფრი პოლემიკის ობიექტს. ვფიქ-რობთ, ხელოვანთა ამ ლეგენდით შთაგონება და მეცნიერთა დავა, მისი რეალურობისა თუ მითიურობის შესახებ, ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელ-დება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შევეცადეთ ეს ხანგრძლივი სამეცნიერო დისკუსია გეოლოგიურ არგუმენტებზე დაფუძვნებით გაგვეანალიზებინა, ვინაიდან არგონავტების ექსპედიციის დანიშნულების მიზანს-„ოქროს საწმისს“ მკვლევარები უმეტეს შემთხვევაში ქვიშრობებიდან ოქროს მოპოვების ტექნოლოგიას უკავშირებენ. ოქროს საბადოების კვლევა და მისი მოპოვება, მოგეხსენებათ, გეოლოგიურ საქმიანობას წარმოადგენს. წინამდებარე შრომის შექმნის იდეა ჩაისახა სვანეთში, ოქროს გამად-ნებების ხანგრძლივი კვლევის პერიოდში, მას შემდეგ, რაც გავეცანით აგრეთვე მის არქეოლოგიასა და ეთნოგრაფიას. წიგნის შექმნის პროცესში, გარდა სვანეთის გეოლოგიური, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მონა-ცემებისა, დავამუშავეთ ადრეული კოლხეთის სამეფოს შესახებ არსებული ანტიკური და ქართული სამეცნიერო წყაროები. ამასთან ერთად, გავა-ანალიზეთ შავი ზღვის დონის მერყეობის ისტორია და კოლხეთის დაბ-ლობის ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარების განამარხების მიზეზები. შევის-წავლეთ აგრეთვე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ჰოლო¬ცენური მნიშვნელოვანი გეოლოგიური მოვლენებიც. ამ კომპლექსური ინფორმაციის შეჯერებამ საშუალება მოგვცა გეოლოგიური პოზიციიდან გვემსჯელა ადრეულ კოლხეთის სამეფოში არგონავტების ექსპედიციის რეალურობასა და ასევე ამ ექსპედიციის განხორციელების შესაძლო დროზეც. ჩვენ მიერ ჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შედეგები პირველად 2015 წელს გამოვაქვეყნეთ სამეცნიერო ჟურნალ „მეოთხეულის გეოლოგია“-ში, რომელსაც „ელსევიერი“-ს გამომცემლობა გამოსცემს, სათაურით: „A Modern Field Investigation of the Mythical “Gold Sands” of the ancient Colchis Kingdom and “Golden Fleece” phenomena“(Okrostsvaridze et al., 2014) (ძველი კოლხეთის სამეფოს მითიური „ოქროს ქვიშრობების“ თანამედროვე საველე კვლევები და „ოქროს საწმისის“ ფენომენი). აღსა-ნიშნავია, რომ ამავე წელს ამ სტატიის შედეგები მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ჟურნალ სამეცნიერო სიახლეებში (ScienceNews, 28/11/2014). მოგვიანებით, 2017 წელს, ამავე თემაზე გერმანულ გამომ-ცემლობაში „ლამბერტი“ ინგლისურ ენაზე გამოიცა წიგნი: „The Argonauts: A Modern Investigation of the Mythical Gold Sands“ (Okrostsvaridze, 2017) (არგონავტები: მითიური „ოქროს ქვიშრობების“ თანამედროვე კვლევები). აღნიშნული ნაშრომის შედეგები, რომელიც დაფუძნებულია მულტი-დისციპ¬ლინურ, ფუნდამენტურ კვლევაზე, გვსურს ქართველ მკითხველსაც გავაცნოთ და ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი ქართულ ენაზეც გამოქვეყნება. ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად საერთაშორისო ტუ-რიზმი განიხილება, ჩვენს ქვეყანაში სათანადო ყურადღება არ ეთმობა არგონავტების ესოდენ მიმზიდველი ლეგენდის პოპულარიზაციას. გასაკვი-რია, თუნდაც ის, რომ თბილისში არ არსებობს ქუჩა ან სკვერი, რომელიც უძველეს კოლხეთში არგონავტების ლეგენდარულ მოგზაურობას შეახ-სენებდა ამ ქალაქის მაცხოვრებლებსა თუ ჩამოსულ სტუმრებს. ვფიქრობთ, ეს წიგნი მცირე წვლილს მაინც შეიტანს ამ ხარვეზის გამოსწორებაში და ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას, კიდევ ერთხელ გააცნობს ჩვენი ქვეყნის უძველეს და ესოდენ საინტერესო ისტორიას.   შესავალი

ობიექტის ტიპი: წიგნი
თემატიკა: Q Science > QS Archaeology
Q Science > QZ Earth Sciences
Q Science > QE Geology
განმათავსებელი მომხმარებელი: ავთანდილ ოქროსცვარიძე
განთავსების თარიღი: 04 ნოემბერი 2019 09:30
ბოლო ცვლილება: 04 ნოემბერი 2019 09:30
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9665

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა