უნივერსალური მოცვის მსოფლიო გამოცდილება და საქართველოს ჯანდაცვის რეფორმა

ვერულავა, თენგიზ და კვანჭილაშვილი, ანი და კვიკვინია, მაია და გვარამია, ლაშა და ბურჭულაძე, ლანა და მაჩიტაძე, ანა და ყაჭიური, ცირა (2017) უნივერსალური მოცვის მსოფლიო გამოცდილება და საქართველოს ჯანდაცვის რეფორმა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია (3). С. 140-151. ISSN 2449-2469

[img]
გადახედვა
ტექსტი
უნივერსალური მოცვის მსოფლიო გამოცდილება.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (345kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://ojs.iliauni.edu.ge/index.php/health/article...

რეზიუმე

შესავალი: თითოეულ ქვეყანას საკუთარი მიდგომა აქვს შემუშავებული მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველო ახლახანს შეუდგა უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის დანერგვას. ნაშრომის მიზანია, გაანალიზოს უნივერსალური მოცვის მსოფლიო გამოცდილება და საქართველოს ჯანდაცვის რეფორმა. მეთოდოლოგია: კვლევისათვის გამოყენებულ იქნა უნივერსალური ჯანდაცვის საკითხებზე პირველადი და მეორადი ინფორმაციის შესწავლის და დამუშავების მეთოდი. შედეგები, დისკუსია: უნივერსალური დაზღვევის განვითარებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. აქედან გამომდინარე, ხშირად ქვეყნის არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვან დამაბრკოლებლად გვევლინება უნივერსალური დაზღვევის განვითარებაში. დასკვნა, რეკომენდაციები: საქართველოსათვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისათვის მიზანშეწონილია ჯანდაცვის ზოგადი გადასახადებით დაფინანსების სისტემა (ბევერიჯის მოდელი), ხარჯების შეკავების მეთოდების დანერგვის სისტემური, კომპლექსური მიდგომა ქვეყნის სპეციფიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. Abstract World experience of universal caverage and reform of the Georgian health care system Introduction: Each country has elaborated its own approach to improve state of health of the population. Georgia has recently started universal health system implementation. This paperwork aims to analyze world experience of universal coverage and Georgian health care reform. Methodology: For the research we have used the method of studing and processing of primery and secondary information of universal coverage issues. Consequences, Discussion: The development of the universal coverage is significantly promoted by the economic situation of the country. As a consequence, unsuccessful economic situation of the country is the significant obstacle for developing of the universal coverage. Conclusion, Recommendations: For Georgia as for developing country, it is advisable to have general payments (model of Beveridge) for financing health care system, to elaborate cost containment methods and complex approach with appreciate of the country’s specific economic situation.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: უნივერსალური მოცვა, საყოველთაო ჯანდაცვა
თემატიკა: H Social Sciences > HH Economic
H Social Sciences > HM Sociology
H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 27 აპრილი 2017 22:27
ბოლო ცვლილება: 27 აპრილი 2017 22:27
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6476

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა