ვერულავა, თენგიზ (2017) ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში: შედარებითი ანალიზი, შეფასება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის "პოლიტიკა კავკასიის გარშემო" შრომათა კრებული. С. 101-116. ISSN 978-9941-13-602-3
|
ტექსტი
თენგიზ ვერულავა - ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.pdf - გამოქვეყნებული ვერსია Download (572kB) | გადახედვა |
|
|
ტექსტი (შრომათა კრებული (კრებულის სრული ვარიანტი))
POLITIKA_II.pdf - დამატებითი მასალები Download (1MB) | გადახედვა |
|
|
ტექსტი (კონფერენციის პროგრამა)
A5 - conference agenda.pdf - დამატებითი მასალები Download (271kB) | გადახედვა |
რეზიუმე
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში არსებული კრიზისული მდგომარეობა მოითხოვდა დარგის ძირეულ რეფორმირებას. მწირი ფინანსური შესაძლებლობები პრაქტიკულად გამორიცხავდა საბჭოთა სისტემისათვის დამახასიათებელი ყოვლისმომცველი სამედიცინო დახმარების გაწევას. შედეგად, აუცილებელი გახდა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო ვალდებულებების დაბალანსება მის შესაძლებლობებთან. განვლილი 25 წლის მანძილზე სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების თავისებური გზა გაიარა. საქართველოში ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესი 1995 წელს დაიწყო, სომხეთში - 1997 წელს, ხოლო აზერბაიჯანში - 1998 წელს. აღნიშნულ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების მთავარ მიზანს შეადგენდა თვითდინებით მოფუნქციონირე სფეროში წესრიგის აღდგენა, სისტემაში თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამკვიდრება, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მოთხოვნებთან. ამ მხრივ, საინტერესოა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების შედარებითი ანალიზი. კერძოდ, დაფინანსების რა მოდელები აირჩიეს, რამდენად შეესაბამება ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე ბევრი დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მაჩვენებლებსაც? შესაბამისად, ჯანდაცვის დაფინანსების შესაფასებლად განხილულია ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ეფექტიანობის საერთაშორისოდ აღიარებული მაჩვენებლები
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | ჯანდაცვა, ჯანდაცვის დაფინანსება, |
თემატიკა: | H Social Sciences > HH Economic H Social Sciences > H Social Sciences (General) H Social Sciences > HG Finance H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 20 აპრილი 2017 08:18 |
ბოლო ცვლილება: | 20 აპრილი 2017 08:18 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6469 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |