ფრანგული პოლიტიკური ენა და მისი ქართულად თარგმნის სპეციფიკა

ჯაში, ქეთევანი და ფარეშიშვილი, მარიამი (2015) ფრანგული პოლიტიკური ენა და მისი ქართულად თარგმნის სპეციფიკა. Proceedings of International Conference "Humanities in the Information Society-II". (გაგზავნილია გამოსაქვეყნებლად)

[img] ტექსტი
Batoumi.doc - მიღებული ვერსია

Download (119kB)

რეზიუმე

პოლიტიკური ენა, ერთ-ერთი რთული დარგობრივი ენაა სოციო-პოლიტიკური ტექსტის სირთულეების გათვალისწინებით. ზოგიერთი მკვლევარი ერთმანეთისაგან ანსხვავებს „პოლიტიკის ენას“ და „პოლიტიკურ ენას“. პირველი გამოხატავს პოლიტიკური საქმიანობის ტერმინოლოგიასა და რიტორიკას, როდესაც პოლიტიკოსები თავიანთ პოლიტიკურ როლს ასრულებენ. ის ხასიათდება თავისი უკიდურესი მოქნილობით, დინამიკით. რაც შეეხება „პოლიტიკურ ენას“ ის ღიაა ენობრივი კოლექტივის ყველა წევრისათვის. ის დაკავშირებულია საერთო ენის სპეციფიკურ გამოყენებასთან როგორც დარწმუნებისა და კონტროლის საშუალება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ენა, რომელიც მანიპულაციის მიზნით გამოიყენება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ორი ტერმინი ერთმანეთს ერთგვარად კვეთენ კიდეც. ორივე მათგანი მანიპულაციის მიზნით გამოიყენება. სწორედ ამიტომ, ისინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნაწილობრივი სინონიმები. ჩვენი მიზანია განვიხილოთ ფრანგული პოლიტიკური ლექსიკა და სპეციფიკური მახასიათებლების მეშვეობით სწორად ვთარგმნოთ ის ქართულ ენაზე.

ობიექტის ტიპი: სტატია
თემატიკა: P Language and Literature > P Philology. Linguistics
P Language and Literature > PC Romance languages
ქვეგანყოფილება: Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences
განმათავსებელი მომხმარებელი: პროფესორი ქეთევან ჯაში
განთავსების თარიღი: 18 იანვარი 2015 05:56
ბოლო ცვლილება: 18 იანვარი 2015 05:56
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/1673

ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა