წიფურია, ბელა (2016) ქართული ტექსტი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა/პოსტმოდერნულ კონტექსტში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი. ISBN 978-9941-18-240-2
ტექსტი
ბ. წიფურა. ქართული ტექსტი საბჭოთა-პოსტსაბჭოთა-პოსტმოდერნულ კონტექსტში.pdf Download (3MB) |
რეზიუმე
წიგნი ეხება თანამედროვე ქართული ლიტერატურის საკითხებს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრიდან, საბჭოური კულტურული პოლიტიკის დამკვიდრებიდან დღემდე. შესაბამისად, განხილულია ის კულტურულ-ესთეტიკური პრობლემები, რასაც ქართული ლიტერატურა აწყდება ცვალებადი პოლიტიკური, იდეოლოგიური გარემოს პირობებში. ასევე, ნაჩვენებია, თუ როგორ ახდენს მწერლობა ამ პრობლემებზე რეაგირებას. ამ პერიოდის თითოეული ტექსტი არა ერთ, არამედ რამდენიმე კონტექსტთან შეიძლება ამყარებდეს მიმართე¬ბას, რამდენიმე კონტექსტი შეიძლება ახდენდეს გავლენას არა მხოლოდ მის შექმნაზე, არამედ მის წაკითხვაზეც. ამავე დროს, ეს არა მხოლოდ კულტურული, არამედ პოლიტიკუ¬რი კონტექსტებიცაა და მათი აქტუალობა, ლიტერატურაზე ზეგავლენის ხარისხი და, თავისთავად, ამ ზეგავლენის შესაძ¬ლებლობა XX საუკუნის მსოფლიო ისტორიული და კულტუ-რული პროცესების მიმდინარეობით არის განპირობებული. XX საუკუნის ქართული ლიტერატურაზე ეს კულტურული და პოლიტიკური კონტექსტები ურთიერთგამჭოლი სახით ზემოქმედებენ: კულტურული პროცესების ხაზს მოდერ¬ნიზმიდან პოსტმოდერნიზმამდე კვეთს საბჭოური და პოს¬ტსაბჭოური პოლიტიკურ-სოციალური პროცესების ხაზი. XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე ამ კონტექსტების გავლე¬ნას ის თავისებურება ახასიათებს, რომ იდეოლოგიური და სო¬ციალური კონტექსტები (საბჭოთა/პოსტსაბჭოთა) ტექსტებზე აგრესიულ ზეგავლენას ახდენენ და ტექსტი, აღიბეჭდავს რა მათ ზემოქმედებას, ამავე დროს ავლენს მათგან გათავისუფ¬ლების მისწრაფებას; ხოლო კულტურულ-მსოფლმხედვე¬ლობრივი კონტექსტები (მოდერნიზმი/პოსტმოდერნიზმი) ქართული კულტურული ტექსტისთვის უმეტესად სასურვე¬ლი სივრცეა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში – ნაკლებმისაწვდომი (ზოგჯერ – სულაც აკრძალული) ან ნაკლებათვისებული. ლიტერატურული ტექსტის რეზისტენტობა საბჭოთა/პოსტსაბჭოთა კონტექსტისადმი და მოდერნულ/პოსტმოდერნულ კონტექსთან ადაპტირების მცდელობა წიგნის მთავარი თემაა. წიგნის პირველ თავში საუბარია ქართული ლიტერატურული ტექსტის კონტექსტუალიზაციის ზოგად პრობლემებზე; მეორე თავში ცალკეული ლიტერატურული ტექსტები განხილულია შემოთავაზებული პრინციპებით; მესამე ნაწილში გახილულია პოსტმოდერნი როგორც კონტექსტი და პოსტმოდერნიზმის ზოგადი კულტურულ-მსოფლმხედველობრივი პრინციპები.
ობიექტის ტიპი: | წიგნი |
---|---|
თემატიკა: | P Language and Literature > PY Comparative Literature W Arts and Cultural Studies > WI Cultural studies P Language and Literature > PB Georgian Language and Literature I Humanities P Language and Literature > PW Philology (General) |
ქვეგანყოფილება: | Institutes > Institute of Comparative Literature |
განმათავსებელი მომხმარებელი: | ბელა წიფურია |
განთავსების თარიღი: | 13 მაისი 2016 10:01 |
ბოლო ცვლილება: | 13 მაისი 2016 10:01 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4653 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |