ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა საქართველოში

ვერულავა, თენგიზ (2019) ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა საქართველოში. ეკონომიკა და ბიზნესი (3). С. 96-108. ISSN 1987-5789

[img]
გადახედვა
ტექსტი
Family Support.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (496kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://eb.tsu.ge/?cat=arq&leng=ge&adgi=394&title=%...

რეზიუმე

საქართველოში ბოლო ათწლეულების მანძილზე შეინიშნება მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა. 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3729635-ს შეადგენს, ნაცვლად 2002 წლის 4371535-ისა, ანუ 14,7%-ით (641900) ნაკლებს [1]. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, არსებული დემოგრაფიული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 2985000-მდე (32%-ით 2014 წელთან შედარებთ) შემცირდება. საქართველოში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა განპირობებულია დაბალი შობადობით, სიკვდილიანობის ზრდით, მოსახლეობის დაბერების ტენდენციით. არასახარბიელო დემოგრაფიულ მდგომარეობას ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, მაღალი მიგრაცია, აბორტების მაღალი მაჩვენებელი. საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, შეზღუდული სახელმწიფო ბიუჯეტის გათვალისწინებით და შესაბამისად, სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილია სახელმწიფომ შეიმუშავოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გათვლილი იქნეს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ოჯახებზე და გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ მხრივ, ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა: ოჯახის ფინანსური ხელშეწყობა და დახმარება, სამუშაოსა და ოჯახის შეთავსებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა და მრავალი სხვა.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ოჯახის მხარდაჭერა; დემოგრაფია; შობადობა; მოსახლეობის დაბერება
თემატიკა: H Social Sciences > H Social Sciences (General)
H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 15 ივლისი 2019 16:08
ბოლო ცვლილება: 15 ივლისი 2019 16:08
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9123

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა