ვერულავა, თენგიზ და ელიაშვილი, თეონა (2015) საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (1). ISSN 2346-7983
არსებობს ამ მასალის უფრო ახალი ვერსია საცავში. |
|
ტექსტი
საკრედიტო_ვალდებულებათა_დაზღვევა_საქართველოში.pdf Download (428kB) | გადახედვა |
რეზიუმე
ექსპორტული და კომერციული კრედიტების რისკი, რომელიც წარმოიშობა დებიტორული დავალიანების არსებობისას, იფარება საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევით. ამ ტიპის დაზღვევა ევროპაში უკვე 150 წელს ითვლის, საქართველოში კი მხოლოდ ხუთს და ამასთანავე, არ არსებობს წარმოდგენა მისი განვითარების ტენდენციების შესახებ. კვლევის მიზანია საქართველოში, 2008-2012 წლებში, საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის განვითარების ტენდენციების შესწავლა. საქართველოში საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის განვითარების ტენდენცია საკმაოდ უჩვეულოა და გარკვეული პარადოქსებით ხასიათდება. კვლევის პერიოდის განმავლობაში (2008-2012 წ.) მართალია, მოზიდულ პრემიას ზრდის სწრაფი ტემპი ახასიათებს (97 %-იანი ზრდა), არასტაბილურია მისი წილი დაზღვევის ბაზარზე, რომელიც პირველი სამი წლის განმავლობაში ნულოვანია, 2011 წლიდან აღწევს 0,28 %-ს და 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლია, რადგან 2012 წელს ბაზარზე შესაბამისი სეგმენტის წილი კვლავ მცირდება 0,1 %-მდე. ასევე 2009-2012 წლებში პოლისების რაოდენობის თვალსაზრისით საკმაოდ უჩვეულო ტენდენცია ისახება: პირველი სამი წლის განმავლობაში (2009-2011 წ.), გაფორმებული პოლისების რაოდენობა ერთეულოვანია, 2012 წელს კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და აღწევს 33 ათასს, რაც არის ჯამური ოდენობა და არ არსებობს დეტალური ინფორმაცია, თუ რა წილი უკავია მასში თითოეულ სადაზღვევო კომპანიას. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რეკომენდირებულია შეიქმნას საკრედიტო დაზღვევის სრულყოფილი სისტემა. მიზანშეწონილია საკრედიტო დაზღვევის ფარგლების დაკონკრეტება, საკრედიტო დაზღვევის ტარიფიკაციის მეთოდის ჩამოყალიბება. სადაზღვევო პრემიის განაკვეთის ცვლილების განვითარების მოდელი დამოკიდებულია საკრედიტო რისკზე, რაც შეიძლება გახდეს სადაზღვევო კომპანიების ანდერაითინგის პოლიტიკის განვითარების საფუძველი. Credit Insurance In Georgia Abstract Introduction: The risk of the export and commercial credits, which arises from the existence of accounts receivable, are covered by insurance of financial liabilities. This type of insurance has been in Europe for about 150 years and there is only five in Georgia and at the same time, there is no idea of its development trends. Research aims to study the credit liability market trends in 2008-2012 years in Georgia. Methodology: Within the qualitative research was established the theoretical basis of credit insurance and by using quantitative research methods were conducted the credit insurance market and foreign trade statistical analysis. Results: The trend of the financial liability of market development is rather unusual for Georgia and is characterized by a certain paradoxes. During the study period (2008-2012) Although written premium is characterized by a rapid rate of growth (97 % increase), its share of the insurance market is unstable, which is zero in the first three years, from 2011 increase to 0,28 % and in 5 years is the highest, since 2012 the market share of the segment continued to decrease to 0,1 %. In 2009-2012 a rather unusual trend is outlined in terms of the number of policies: the first three years (2009-2011), the number of signed insurance policies is few and is increased exponentially, reaching 33 thousand in 2012, which is the total amount and there is no detailed information of the shares of each insurance company. Interpretation of the results, the conclusion: Based on the research, it is recommended to create a comprehensive system of credit insurance. It is recommended to specify the extent of credit insurance, forming the method of the credit insurance tariffication. Insurance premium rate of change development model, depends on the credit risk, which can become the basis for the development of the insurance companies underwriting policy.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | კრედიტების დაზღვევა, დაზღვევა, |
თემატიკა: | Business Business > Finances and Banking |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 06 ივლისი 2015 05:41 |
ბოლო ცვლილება: | 06 ივლისი 2015 05:41 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/2992 |
ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია
- საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა საქართველოში. (deposited 06 ივლისი 2015 05:41) [ასახულია მიმდინარე დროს]
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |