Künstlerinnen im Totalitarismus. Dekonstruktion der Fremdbilder in Nino Haratischwilis Roman Das achte Leben (für Brilka)

Tsagareli, Levan (2017) Künstlerinnen im Totalitarismus. Dekonstruktion der Fremdbilder in Nino Haratischwilis Roman Das achte Leben (für Brilka). In: Die transkulturellen Repräsentationen der Frau in der Literatur und Philosophie unter besonderer Berücksichtigung georgischer und österreichischer Diskurse. Internationale Tagung, 12.-13. Oktober 2017, Ilia State University. (არ გამოქვეყნებულა)

[img] სლაიდ შოუ
Tsagareli_Kuenstlerinnen im Totalitarismus.pptx

Download (81kB)
ოფიციალური URL: https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/gonisdziebeb...

რეზიუმე

ნინო ხარატიშვილის რომანი მერვე ცხოვრება (ბრილკასთვის) (2014 წ.) ქართველი ავტორის მიერ გერმანულ ენაზე დაწერილი (ეგზოფონიური) ტექსტია, რომელშიც ხორციელდება ქართული ავტოხატის დეკონსტრუქცია. მოხსენებაში გაანალიზებულია ამ პროცესის ერთ-ერთი ასპექტი, სახელდობრ: კაპიტალისტური დასავლეთის როგორც საბჭოთა კავშირში შექმნილი ჰეტეროხატის ხელოვნურობის გააშკარავება. ამას ემსახურება არა მხოლოდ საბჭოთა იდენტობის კომპონენტების ირონიული აღწერა (რას ნიშნავდა საბჭოთა კავშირი ნიცისა და მისი დისთვის) და ექსპლიციტური ესეისტური მსჯელობა კაპიტალისტური სამყაროს (ფსევდო-)მანკიერებათა შესახებ, არამედ კიტი ჯაშის ევროპაში ცხოვრების ამსახველი ეპიზოდიც. მასში აშკარავდება, რაოდენ მსგავსია ერთმანეთისა ქალთა მდგომარეობა ავტორიტარულ რეჟიმებში; რაოდენ მსგავსი იყო ერთმანეთისა ძალადობის მასშტაბი, ერთი მხრივ, ნაციონალ-სოციალისტურ ავსტრიაში და, მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირში; რაოდენ მსგავსია ტრავმები, რომლებიც ავტორიტარულ რეჟიმებში მცხოვრებ ადამიანებსა და ამ რეჟიმების მსხვერპლთ აქვთ. ამ მსგავსებათა საფუძველზე აშკარავდება, რომ კაპიტალისტური დასავლეთის ჰეტეროხატი ფიქციაა, რადგან სინამდვილეში ავსტრიელ და ქართველ ადამიანებს ბევრად უფრო მეტი ჰქონდა საერთო, ვიდრე, მაგალითად, ქართველებსა და რუსებს.

ობიექტის ტიპი: სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (სტატია)
თემატიკა: P Language and Literature > PY Comparative Literature
P Language and Literature > PB Georgian Language and Literature
P Language and Literature > PT Germanic literature
ქვეგანყოფილება: Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Levan Tsagareli
განთავსების თარიღი: 30 ოქტომბერი 2017 08:29
ბოლო ცვლილება: 30 ოქტომბერი 2017 08:29
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/7165

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა