ჯანმრთელი ქცევა სტუდენტებში

ვერულავა, თენგიზ და ლაცაბიძე, ია და სხირტლაძე, სოფო და ფარჯიანი, ლელა (2017) ჯანმრთელი ქცევა სტუდენტებში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია (3). С. 119-128. ISSN 2449-2469

[img]
გადახედვა
ტექსტი
ჯანმრთელი ქცევა სტუდენტებში.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (604kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://ojs.iliauni.edu.ge/index.php/health/article...

რეზიუმე

აბსტრაქტი შესავალი: ჯანმრთელი ქცევის ერთ-ერთი ინდიკატორია პრევენციული ღონისძიებებისაკენ ადამიანის სწრაფვა. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული შეხედულების მიხედვით, პრევენციულ ჯანრთელობას ძირითადად ასაკოვანი ადამიანები საჭიროებენ. ამ მხრივ, საინტერესოა, ახალგაზრდების დამოკიდებულება მის მიმართ. კვლევის მიზანია ჯანმრთელი ქცევის შესწავლა სტუდენტებში. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა რესპოდენტების გამოკითხვა თვითადმინისტრირებადი კითხვარების მეშვეობით. შედეგები: ჯანმრთელი ქცევა სტუდენტებში არც თუ ისე მყარია. რესპონდენტთა უმრავლესობა არ მიმართავს ექიმს პრევენციის მიზნით. დისკუსია: პრევენციული ჯანმრთელობის მიმართ სტუდენტთა დაბალი მოტივაცია განპირობებულია შემდეგი ფაქტორით: ახალგაზრდებში ავადობის დაბალი რისკფაქტორი, ქვეყნის დაბალი სოციალურ-ეკონომიკური დონე, პირველადი ჯანდაცვის ნაკლებად განვითარება, საზოგადოების ნაკლები ინტერესი პრევენციული ჯანმრთელობის მიმართ. სტუდენტების ინფორმირებულობა დაბალია ქვეყანაში მოქმედი სკრინინგ პროგრამების მიმართ. რეკომენდაციები: მიზანშეწონილია ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სრულყოფილი განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლება პრევენციული ჯანმრთელობის შესახებ. Healthy behavior in students Ia Latsabidze, Sofo Skhirtladze, Lela Parjiani - Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political Sciences Tengiz Verulava - Academic Doctor of Medicine. Professor at Ilia State University. Invited Professor at Ivane Javakhishvili Tbilisi State University Resume Introduction: Healthy behavior indicator is humans strive for preventative activities. According to stereotypes, only old people need preventative health. It is really considerable young people’s opinions in terms of this issue. Research aim is to investigate healthy behavior of students. Methodology: Quantitative survey was conducted in order to make inquire with questionnaire among students. Results: Healthy behavior is less characteristic for students. The majority of respondents do not visit doctors to prevent risks. Discussion: Low motivation of preventative health is caused by following factors: low risk factor of disease among young people, low socioeconomic level of country, slight development of primary health care, less interest of society towards preventative health, less information about current screening programs. Recommendation: It is important to improve supporting of primary health care. In addition the education about this issue should be increased among young people.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ჯანმრთელი ქცევა, ჯანდაცვა, სტუდენტები
თემატიკა: H Social Sciences > HM Sociology
H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 28 აპრილი 2017 08:06
ბოლო ცვლილება: 28 აპრილი 2017 08:06
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6483

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა