მაისურაძე, ლიკა და ფეიქრიშვილი, დავით და ვერულავა, თენგიზ (2017) კლინიკური სიკვდილის შემდგომი ორგანოთა დონაციის პრობლემები საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია (3). С. 110-114. ISSN 2449-2469
|
ტექსტი
კლინიკური სიკვდილის შემდგომი ორგანოთა დონაციის პრობლემები საქართველოში.pdf - გამოქვეყნებული ვერსია Download (551kB) | გადახედვა |
რეზიუმე
შესავალი: საქართველოში ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ კანონი 2000 წელს იქნა მიღებული. თუმცა, დღემდე საქართველოში გვამიდან არცერთი გადანერგვა არ განხორციელებულა. კვლევის მიზანია კლინიკური სიკვდილის შემდგომი ორგანოთა დონაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობის, შეხედულებების და მომავალი ცვლილებების შესწავლა. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუ შერჩეულ რესპონდენტებთან, 2 ფოკუს-ჯგუფი თსუ-ისა და თსსუ-ის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან და ექსპერტთა გამოკითხვა. შედეგები: გამოკითხულთა უმრავლესობა მომხრეა ტრანსპლანტაციის, განსაკუთრებით ცოცხალი დონორის შემთხვევაში. ერთიანი აზრი არ არსებობს გვამური დონაციის შემთხვევაში, კერძოდ იმაზე, თუ როდის ითვლება ადამიანი გარდაცვლილად - როდესაც გული ჩერდება, თუ როდესაც ტვინი კვდება. საგულისხმოა, რომ ქრისტიანობა ტრანსპლანტაციას არ კრძალავს. გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა აცნობიერებს იმ მენტალურ ბარიერს, რომლის გადალახვაც ვერ ხერხდება. დასკვნა: სახელმწიფოს, ეკლესიის, ექიმების ერთობლივი ძალისხმევით საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. Further problems of donation of organs after apparent death David Peikrishvili, Lika Maisuradze Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political Sciences, Bachelors of Sociology. Tengiz Verulava - Doctor of Medical Sciences, Professor Introduction: In Georgia law of transplantation of organs was adopted in 2000. Although there is no even one transplantation from the corpse in Georgia. The goal of research is to learn the condition of organ donation after apparent death , the point of view , future changings. Methodology: after qualitative research there was abyssal intherview with choosen respondents. Two focus groups of tsu and tssu last year students and experts interview. Results: the majority of inteviewers is for transplantation especially from living donor. There is no one and only opinion about transplantation from corpse, particulary, when is the person considered as dead, when the heart stops or when the brain is dead. its important that orthodoxy doesn’t forbidden transplantacay and majority of inteviewers confesses the mental barrier which is hard to pass away. Conclusion: it is necessary the united forces of government, church and doctors to enhance consciousness of people
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | ორგანოთა დონაცია, ჯანდაცვა |
თემატიკა: | H Social Sciences > H Social Sciences (General) H Social Sciences > HM Sociology H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 03 აპრილი 2017 08:17 |
ბოლო ცვლილება: | 03 აპრილი 2017 08:17 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6453 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |