დაბრუნდაშვილი, ნანა და ბულია, მეგი და ალადოშვილი, მედეა და ხაჩიძე, სოფი და ასათაშვილი, მეგი და პაპოშვილი, დაჩი და ვერულავა, თენგიზ (2017) მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების პრობლემები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია (3). С. 93-97. ISSN 2449-2469
|
ტექსტი
მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების პრობლემები1.pdf Download (204kB) | გადახედვა |
რეზიუმე
შესავალი: საქართველოში სპეციალური სკოლები გადაკეთდნენ საჯარო სკოლებად, რამაც დადებით შედეგებთან ერთად გარკვეული სირთულეებიც განაპირობა. დღეს ფართოდ ინერგება ინკლუზიური განათლება. კვლევის მიზანია მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების სოციალური პრობლემების შესწავლა. მეთოდოლოგია: თვისობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფის ინტერვიუ მხედველობის დარღვევის მქონე V-XII კლასის მოსწავლეებში ნახევრად სტრუქტურიზებული კითხვარის მეშვეობით. შედეგები, დისკუსია: საცხოვრებელი ადგილიდან სკოლის დაშორების გამო ზოგი მოსწავლე მოწყვეტილია ოჯახურ გარემოში ცხოვრებას. მოსწავლეებს ოჯახის წევრებთან, პედაგოგ-აღმზრდელებთან და თანატოლებთან აქვთ პოზიტიური ურთიერთობა. ზოგი მოსწავლე საზოგადოებისგან გრძნობენ სრულიად უადგილო და გადამეტებულ ყურადღებას, რაც სათანადო, რელევანტური ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. ზოგჯერ მშობლებს საკუთარი შვილების დისკრიმინაციის შიშით სკოლებში არ მიჰყავთ ისინი. ზოგი მოსწავლე დისკომფორტს განიცდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების გარკვეული ნაწილის მიმართ, რომლებიც ხშირად განაპირობებენ ხმაურს გაკვეთილის მიმდინარეობისას. ზოგიერთმა მოსწავლემ გამოთქვა სკოლის ტექნიკურად, კერძოდ, „ბრაელერების“ მეტი რაოდენობით აღჭურვის სურვილი. რეკომენდაციები: მიზანშეწონილია საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა მაქსიმალურად ჩართვა შეძლებისდაგვარად საზოგადოებრივ აქტივობებში, ასეთ მოსწავლეებს ყველა რეგიონში უნდა ჰქონდეთ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის სკოლებში მათთვის მაქსიმალურად კომფორტული ინფრასტრუქტურის და გარემოს ხელშეწყობა. Abstract Problems of students with blindness and low vision Nana Dabrundashvili, Megi Bulia, Medeia Aladoshvili, Sophie Khachidze, Megi Asatashvili, Dachi Paposhvili - Tbilisi State University students, Faculty of Social and Political Sciences, Social Work. Tengiz Verulava - Doctor of Medicine (MD), professor. Introduction: In Georgia special schools have reconstructed into public schools. It made both positive and negative results. Nowadays inclusive education becomes wider over the country. The main goal of the research is to study the social problems of blind and low vision pupils. Methods: Across qualitative research carried out interview of focus-group. Pupils of V-XII grade with visual problems took participation in this research. They have answered the questionnaire consisting of premeditated questions. Results, Discussion: Because of large distance between school and home some pupils are separated from family life. Pupils have positive relationship with family members, teachers and schoolmates. Some pupils feel over-attention from society which is provoked because of shortage of relevant information. Sometimes parents have fear of discrimination and they don't bring their children to schools. Some pupils with blindness feel discomfort with specific group of limited possibility owner persons. They often made a noise during the lesson. Most of the students want more equipped schools, they need more "Braillers". Recommendations: It is advisable to increase level of relevant information between society, include participation of blind and low vision pupils in social activities. These pupils living in regions must have accessibility on education. Also it is important for them to have more comfortable environment and schools equipped with important things.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | მხედველობის დარღვევა |
თემატიკა: | H Social Sciences > HM Sociology H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health H Social Sciences > HK Social Work |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 30 მარტი 2017 09:41 |
ბოლო ცვლილება: | 30 მარტი 2017 10:18 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6430 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |