საექთნო პრაქტიკის გარემოს თავისებურებები და სამუშაოთი კმაყოფილება

ჭელიძე, ენდი და მელქაძე, ლევან და დალაქიშვილი, სოფო და სამხარაძე, ნინო და დეკანოიძე, გვანცა და მუნჯიშვილი, მარიამ და ვერულავა, თენგიზ (2017) საექთნო პრაქტიკის გარემოს თავისებურებები და სამუშაოთი კმაყოფილება. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია (3). С. 53-63. ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
საექთნო პრაქტიკის გარემოს თავისებურებები და სამუშაოთი კმაყოფილება.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (683kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://ojs.iliauni.edu.ge/index.php/health/article...

რეზიუმე

შესავალი: მედდების დეფიციტი არის საერთაშორისო პრობლემა და აქვს ნეგატიური გავლენა ჯანდაცვის სისტემასა და პაციენტის მკურნალობის შედეგებზე. კვლევის მიზანს წარმოადგენს მედდების დეფიციტის მიზეზების, საექთნო პრაქტიკის გარემოს მახასიათებლების, მედდების სამუშაოზე შეკავების და სამუშაოთი კმაყოფილების პრობლემის შესწავლა საქართველოში. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხა თბილისის სავადმყოფოებში მომუშავე ექთნები სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. შედეგები: რესპოდენტთა უმრავლესობის აზრით, დაბალია საექთნო პრაქტიკის გარემოს მახასიათებლები, მათ შორის კადრების სათანადო დაკომპლექტება და რესურსები. შესაბამისად, მაღალია სამუშაოთი დატვირთვიანობის მაჩვენებელი. რესპოდენტთა უმრავლესობის აზრით, ადმინისტრაცია მხარს უჭერს მედდებს, ხოლო სანაცვლოდ მათგან მომსახურების მაღალ სტანდარტებს მოითხოვენ. ექთანთა შორის კარგი სამუშაო ურთიერთობები და გუნდური მუსაობაა, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათი საქმიანობის ხარისხს. თუმცა, საყურადღებოა, რომ ექთნები შედარებით ნაკლებად არიან ჩართულნი კლინიკის მართვაში. კვლევის შედეგების მიხედვით არსებობს კორელაცია საექთნო პრაქტიკის გარემოს, სამუშაო კმაყოფილებას და მედდების სამუშაო ადგილზე შეკავებას შორის. დისკუსია: მედდის რაოდენობის დეფიციტი დაკავშირებულია სხვადასხვა მიზეზებთან, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის უუნარობა შეინარჩუნოს ექთანი სამუშაო ადგილზე. ექთნებისთვის მიმზიდველი არ არის, და შესაბამისად ნაკლები სურვილი აქვთ იმუშაონ არსებულ სამუშაო პირობებში. დასკვნა: მიზანშეწონილია საექთნო საქმიანობის გარემოს მახასიათებლების გაუმჯობესება, კერძოდ, სამუშაოთი კმაყოფილების გაზრდა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მსხვილ საავადმყოფოებში საექთნო კადრებით დაკომპლექტებას და რესურსების სათანადოდ განაწილებას. საექთნო საქმიანობის გარემოს გაუჯობესების ღონისძიებები ხელს შეუწყობენ მედდის სამუშაო ადგილზე შეკავებას და თავის წვლილს შეიტანენ მედდების დეფიციტის შემცირებაში. ძირითადი საძიებო სიტყვები: ჯანდაცვა, მედდების დეფიციტი Nurse Practice Environment Characteristics, Retention And Job Satisfaction Andy Chelidze, Levan Mikeladze, Dalakishvili Sophie, Nino Samkharadze, Gvanca Dekanoidze, Mary Munjishvili - Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political Sciences, Bachelors of Sociology Tengiz Verulava - Doctor of Medical Science, Professor Abstract Introduction: Shortage of nurses is an international problem and have a negative impact on health systems and patient care outcomes. The aim of the research is to get information about the reasons for the lack of nurses, nursing practice environment characteristics, the nurses working in the containment and job satisfaction in Georgia. Methodology: by the help of quantitative survey and structured questionary, we’ve interviewed nurses who are employed in the hospitals of Tbilisi. Results: The majority of respondents believe , that the nursing practice environment characteristics is low, including adequate staffing and resources. Subsequently, the rate of the labor working is high. Most respondents think, that the administration supports nurses, but in exchange for demand high standarts of service. There is good relationship between nurses and teamwork, which significantly determines the quality of their work. However, Its noteworthy, that the nurses are less involved in the management of the clinic. The survey shows, that there is a important correlation between the nursing practice environment, jobs satisfaction, and retention of nurses in the workplace. Discussion: nurse’s shortage is connected to variety of reasons, among these reasons which are trustworthy, the most important is the health system’s inability to retain nurses in the workplace. Because of this reason, its not attractive for nurses and have less motivation to work with this kind of conditions. Conclusion: It’s recommended to improve the characteristics of the nursing work environment, privately, to increase job satisfaction. Special attention should be paid to nursing staffing in the large hospitals and to distribute the resources properly. Nursing work environment improvement should promote the retention of nurses in their workplace and contribute to deficit reduction in nurses. Research Key Words: Health Care, Nurses Shortage.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ჯანდაცვა, მედდების დეფიციტი
თემატიკა: H Social Sciences > H Social Sciences (General)
H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 27 მარტი 2017 07:51
ბოლო ცვლილება: 27 მარტი 2017 07:51
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6423

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა