მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულებება ევთანაზიის მიმართ

მამულაშვილი, მარიამ (2017) მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულებება ევთანაზიის მიმართ. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია (3). pp. 24-35. ISSN 2449-2469

WarningThere is a more recent version of this item available.
[img]
Preview
Text
მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულებება ევთანაზიის მიმართ.pdf

Download (442kB) | Preview

Abstract

შესავალი: ევთანაზიის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია, ვინაიდან იგი ერთ-ერთი საკამათო სამედიცინო, რელიგიური, პოლიტიკური თუ ეთიკური ხასიათის საკითხია. კვლევის მიზანია მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულებების შესწავლა ევთანაზიის მიმართ. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა რესპოდენტთა გამოკითხვა ნახევრად-სტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით. შედეგები: კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რეპონდენტების უმრავლესობას (81%) ჰქონდა ინფორმაცია ევთანაზიის შესახებ. დომინანტურია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ევთანაზია არის: “თანხმობა სიცოცხლის შეწყვეტაზე ავადმყოფობის დროს, როცა გამოსავალი არ არსებობს და შეუძლებელია განკურნება.“ ან „უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანი საკუთარი ნებით გადაწყვეტს, რომ სიცოცხლე დაასრულოს უმტკივნეულოდ“. ვინც არ ეთანხმება ევთანაზიას იშველიებს რელიგიურ ფაქტორებს (რატომ კრძალავს ეკლესია და ა.შ). ისინი ვინც ეთანხმებიან ევთანაზიის ქმედებას, არგუმენტად მოჰყავთ ადამიანის კანონიერი უფლებები და პიროვნების თავისუფალი ნება. რესპოდენტების უმრავლესობას (86%) არ სმენია ევთანაზიის პრაქტიკების შესახებ საქართველოში. რესპონდენტების უმრავლესობამ (71%) იცოდა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია კრძალავს ევთანაზიას. რესპონდენტების 39%-ის აზრით, ევთანაზია გამართლებულია სამედიცინო კუთხით. დასკვნა, რეკომენდაციები: მიზანშეწონილია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევთანაზიის შესახებ რელიგიური, სამედიცინო, კულტურული, სოციალური და სამართლებრივი კუთხით. სასურველია, მსგავსი კვლევების მეტი ჩატარება.

Item Type: Article
Uncontrolled Keywords: ევთანაზია, მართლმადიდებელი მრევლი, რელიგია, ჯანდაცვა
Subjects: H Social Sciences > H Social Sciences (General)
H Social Sciences > HM Sociology
H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 27 Mar 2017 07:48
Last Modified: 27 Mar 2017 07:48
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6420

Available Versions of this Item

Actions (login required)

View Item View Item