მამულაშვილი, მარიამ (2017) მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულებება ევთანაზიის მიმართ. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია (3). С. 24-35. ISSN 2449-2469
არსებობს ამ მასალის უფრო ახალი ვერსია საცავში. |
|
ტექსტი
მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულებება ევთანაზიის მიმართ.pdf Download (442kB) | გადახედვა |
რეზიუმე
შესავალი: ევთანაზიის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია, ვინაიდან იგი ერთ-ერთი საკამათო სამედიცინო, რელიგიური, პოლიტიკური თუ ეთიკური ხასიათის საკითხია. კვლევის მიზანია მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულებების შესწავლა ევთანაზიის მიმართ. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა რესპოდენტთა გამოკითხვა ნახევრად-სტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით. შედეგები: კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რეპონდენტების უმრავლესობას (81%) ჰქონდა ინფორმაცია ევთანაზიის შესახებ. დომინანტურია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ევთანაზია არის: “თანხმობა სიცოცხლის შეწყვეტაზე ავადმყოფობის დროს, როცა გამოსავალი არ არსებობს და შეუძლებელია განკურნება.“ ან „უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანი საკუთარი ნებით გადაწყვეტს, რომ სიცოცხლე დაასრულოს უმტკივნეულოდ“. ვინც არ ეთანხმება ევთანაზიას იშველიებს რელიგიურ ფაქტორებს (რატომ კრძალავს ეკლესია და ა.შ). ისინი ვინც ეთანხმებიან ევთანაზიის ქმედებას, არგუმენტად მოჰყავთ ადამიანის კანონიერი უფლებები და პიროვნების თავისუფალი ნება. რესპოდენტების უმრავლესობას (86%) არ სმენია ევთანაზიის პრაქტიკების შესახებ საქართველოში. რესპონდენტების უმრავლესობამ (71%) იცოდა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია კრძალავს ევთანაზიას. რესპონდენტების 39%-ის აზრით, ევთანაზია გამართლებულია სამედიცინო კუთხით. დასკვნა, რეკომენდაციები: მიზანშეწონილია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევთანაზიის შესახებ რელიგიური, სამედიცინო, კულტურული, სოციალური და სამართლებრივი კუთხით. სასურველია, მსგავსი კვლევების მეტი ჩატარება.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | ევთანაზია, მართლმადიდებელი მრევლი, რელიგია, ჯანდაცვა |
თემატიკა: | H Social Sciences > H Social Sciences (General) H Social Sciences > HM Sociology H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 27 მარტი 2017 07:48 |
ბოლო ცვლილება: | 27 მარტი 2017 07:48 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6420 |
ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია
- მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულებება ევთანაზიის მიმართ. (deposited 27 მარტი 2017 07:48) [ასახულია მიმდინარე დროს]
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |