ვერულავა, თენგიზ და სიბაშვილი, ნინო (2015) ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ფინანსური უზრუნველყოფა საქართველოში. ეკონომიკა და ბიზნესი, 8 (3). С. 78-90. ISSN 1987-5789
|
ტექსტი
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ფინანსური უზრუნველყოფა საქართველოში.pdf Download (473kB) | გადახედვა |
რეზიუმე
საქართველოში უკანასკნელ წლებში არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, საომარმა კონფლიქტებმა უარყოფითად იმოქმედა მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შედეგად, აღინიშნება ფსიქიკური აშლილობებით გამოწვეული დაავადებიანობის ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე იზრდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაზე გამოყოფილი თანხები, იგი მაინც საკმაოდ დაბალია და 2015 წლის მონაცემებით ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მხოლოდ 2,15%-ს შეადგენს. რესურსების სიმწირეს კიდევ უფრო ამძიმებს შედარებით ხარჯთ-ეფექტური, საავადმყოფოს გარე, თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიული მომსახურების ნაკლებად განვითარება ქვეყანაში. შესაბამისად, კვლევის მიზანს შეადგენდა საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა ფსიქიატრიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში არსებული პრობლემების გამოვლენა. ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მწირი დაფინანსება უარყოფითად მოქმედებს პაციენტთა ჯანმრთელობაზე. საავადმყოფოს გარე, თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიული მომსახურების ნაკლებად განვითარების გამო პაციენტთა დიდი ნაწილი, რომელიც სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში რჩება, ხოლო გაწერილი პაციენტების საკმაო ნაწილი მალე ისევ სტაციონარში ბრუნდება და ხელახალ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს პროფესიული კადრების სიმცირე, სერვისების არათანაბარი გადანაწილება ქვეყნის ტერიტორიაზე, ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების ნაკლები განვითარება, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვისა და ფინანსური უზრუნველყოფის მხრივ სირთულეები. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს განვითარებისათვის საჭიროა პაციენტებზე მორგებული დაფინანსების ეფექტური მექანიზმების შემუშავება, დარგის უზრუნველყოფა მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებით და მათი სათანადო დონეზე ანაზღაურება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების, თავშესაფრების და სხვა სახის სერვისების განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის მაშტაბით, არაფსიქიატრიულ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯების გაზრდა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით, საზოგადოების მხრიდან პაციენტების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა და სტიგმის შემცირება.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | ჯანდაცვა, ფინანსური ხელმისაწვდომობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფსიქიატრიული დახმარება. |
თემატიკა: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health H Social Sciences > HP Administration of public policy |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 13 ოქტომბერი 2015 05:16 |
ბოლო ცვლილება: | 13 ოქტომბერი 2015 05:16 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3684 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |