ჯანდაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტის განვითარება საქართველოში

კომლაძე, ანა and ვერულავა, თენგიზ and ასათიანი, მაგდა (2015) ჯანდაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტის განვითარება საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (1). ISSN 2346-7983

WarningThere is a more recent version of this item available.
[img]
Preview
Text
ჯანდაცვის_ომბუდსმენის_ინსტიტუტის_განვითარება_საქართველოში.pdf

Download (614kB) | Preview

Abstract

შესავალი: ადამიანის უზენაესი უფლებაა მისი უფლება ჯანმრთელობის და სიცოცხლის შესახებ. პაციენტის უფლებების დაცვის მოძრაობას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ისტორიულად ეფუძნებოდა გარკვეულ ეთიკურ ნორმებს. სამედიცინო სფეროში მაღალტექნოლოგიურმა მიღწევებმა გარკვეული საფრთხეები შეუქმნა პაციენტის უფლებებს და საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ ეთიკური პრინციპების დაცვით ვერ მოხერხდებოდა ამ საკმაოდ რთული ურთიერთობების რეგულირება. საქართველოში რამდენიმეჯერ იყო მცდელობა პაციენტის უფლებების დამცავი ინსტიტუტის ჩამოყალიბების და დანერგვისა, ამას წინ უძღვოდა სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ნაშრომის მიზანია შესწავლილ იქნას პაციენტის უფლებების დაცვის სფეროში მსოფლიოს გამოცდილების შესწავლა და საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზის საფუძველზე ეფექტური მოდელის შესაქმნელად სათანადო რეკომენდაციების შემუშავება. მეთოდოლოგია: პირველადი და მეორადი ლიტერატურული წყაროების შესწავლასთან ერთად თვისებრივი კვლევის ფარგლებში მოხდა დარგის ექსპერტთა სიღრმისეული გამოკითხვა. შედეგები: მიუხედევად არსებული სამთავრობო თუ არასამთავრობო აქტივობებისა, ქვეყანაში მაინც არ არსებობს მძლავრი ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს პაციენტის უფლებებს. დასკვნა, რეკომენდაციები: საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ოპტიმალურია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა სამედიცინო დაწესებულებებთან ან ფინანსური რესურსების დეფიციტის გათვალისწინებით, ომბუდსმენის ოფისების შექმნა რეგიონების დონეზე. ჯანდაცვის ომბუდსმენის ეფექტური საქმიანობისათვის სასურველია ომბუდსმენის საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც არჩეული იქნება ჯანდაცვის ომბუდსმენთა ყოველწლიურ ფორუმზე. პაციენტის უფლებების დამცველი ომბუდსმენი უმჯობესია მოიხსენიებოდეს როგორც „ჯანდაცვის ომბუდსმენი“. ჯანდაცვის ომბუდსმენი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამასთან, ჯანდაცვის ომბუდსმენი ანგარიშვალდებული უნდა იყოს ჯანდაცვის ომბუდსმენთა საკოორდინაციო საბჭოს მიმართ, რომელიც ზოგადად პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება. სასურველია, რომ ჯანდაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება განსაზღვრული იყოს კანონით.

Item Type: Article
Uncontrolled Keywords: პაციენტის ომბუდსმენი, ჯანდაცვის ომბუდსმენი, პაციენტის უფლებები
Subjects: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
R Medicine > R Medicine (General)
R Medicine > RA Public aspects of medicine
R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 03 Aug 2015 12:48
Last Modified: 03 Aug 2015 12:48
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3091

Available Versions of this Item

Actions (login required)

View Item View Item