ჯანდაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტის განვითარება საქართველოში

კომლაძე, ანა და ვერულავა, თენგიზ და ასათიანი, მაგდა (2015) ჯანდაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტის განვითარება საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (1). ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
ჯანდაცვის_ომბუდსმენის_ინსტიტუტის_განვითარება_საქართველოში.pdf

Download (614kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://hepoins.com/index.php/component/k2/item/57-...

რეზიუმე

შესავალი: ადამიანის უზენაესი უფლებაა მისი უფლება ჯანმრთელობის და სიცოცხლის შესახებ. პაციენტის უფლებების დაცვის მოძრაობას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ისტორიულად ეფუძნებოდა გარკვეულ ეთიკურ ნორმებს. სამედიცინო სფეროში მაღალტექნოლოგიურმა მიღწევებმა გარკვეული საფრთხეები შეუქმნა პაციენტის უფლებებს და საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ ეთიკური პრინციპების დაცვით ვერ მოხერხდებოდა ამ საკმაოდ რთული ურთიერთობების რეგულირება. საქართველოში რამდენიმეჯერ იყო მცდელობა პაციენტის უფლებების დამცავი ინსტიტუტის ჩამოყალიბების და დანერგვისა, ამას წინ უძღვოდა სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ნაშრომის მიზანია შესწავლილ იქნას პაციენტის უფლებების დაცვის სფეროში მსოფლიოს გამოცდილების შესწავლა და საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზის საფუძველზე ეფექტური მოდელის შესაქმნელად სათანადო რეკომენდაციების შემუშავება. მეთოდოლოგია: პირველადი და მეორადი ლიტერატურული წყაროების შესწავლასთან ერთად თვისებრივი კვლევის ფარგლებში მოხდა დარგის ექსპერტთა სიღრმისეული გამოკითხვა. შედეგები: მიუხედევად არსებული სამთავრობო თუ არასამთავრობო აქტივობებისა, ქვეყანაში მაინც არ არსებობს მძლავრი ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს პაციენტის უფლებებს. დასკვნა, რეკომენდაციები: საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ოპტიმალურია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა სამედიცინო დაწესებულებებთან ან ფინანსური რესურსების დეფიციტის გათვალისწინებით, ომბუდსმენის ოფისების შექმნა რეგიონების დონეზე. ჯანდაცვის ომბუდსმენის ეფექტური საქმიანობისათვის სასურველია ომბუდსმენის საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც არჩეული იქნება ჯანდაცვის ომბუდსმენთა ყოველწლიურ ფორუმზე. პაციენტის უფლებების დამცველი ომბუდსმენი უმჯობესია მოიხსენიებოდეს როგორც „ჯანდაცვის ომბუდსმენი“. ჯანდაცვის ომბუდსმენი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამასთან, ჯანდაცვის ომბუდსმენი ანგარიშვალდებული უნდა იყოს ჯანდაცვის ომბუდსმენთა საკოორდინაციო საბჭოს მიმართ, რომელიც ზოგადად პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება. სასურველია, რომ ჯანდაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება განსაზღვრული იყოს კანონით.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: პაციენტის ომბუდსმენი, ჯანდაცვის ომბუდსმენი, პაციენტის უფლებები
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
R Medicine > R Medicine (General)
R Medicine > RA Public aspects of medicine
R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 03 აგვისტო 2015 12:48
ბოლო ცვლილება: 03 აგვისტო 2015 12:48
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3091

ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა