ვერულავა, თენგიზ and დემურია, მირანდა (2015) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კმაყოფილების შეფასება. სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციის მასალების კრებული "“ეროვნული ეკონომიკების მდგრადი განვითარების აქტუალური პრობლემები”. ISSN 978-9941-13-435-7
This is the latest version of this item.
|
Text
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეთა კმაყოფილების შეფასება.pdf Download (148kB) | Preview |
Abstract
შესავალი: საქართველოში 2013 წლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც მოიცვა დაუზღვეველი მოსახლეობა. შედეგად, ყველა მოქალაქისთვის გარანტირებული გახდა საბაზისო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა. მოსარგებლეებს მიეცათ საშუალება შეუზღუდავად მიიღონ საბაზისო სამედიცინო მომსახურება მათთვის სასურველ, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. კვლევის მიზანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული სერვისით მოსარგებლეთა კმაყოფილების შესწავლა, ამბულატორიული სერვისის მიწოდებისას გამოვლენილი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა. მეთოდოლოგია: კვლევის ჩასატარებლად გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდი, რაც გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა გამოკითხვას საფოსტო ანკეტირებისა და პირდაპირი ინტერვიურების მეშვეობით, რისთვისაც წინასწარ იქნა შედგენილი სტრუქტურირებული კითხვარები. შედეგები: ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მოსარგებლეთა უმრავლესობა კმაყოფილია ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებით. შედარებით დაბალია მოსარგებლეთა ინფორმირებულობის მაჩვენებელი, ასევე გარკვეული პრობლემები შეინიშნება სასურველი სერვისის მიღებამდე სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნების ხანგრძლივობის მხრივ. შედარებით ნაკლებია მკურნალობის საჭიროების შესახებ პაციენტის განათლება. დისკუსია, დასკვნა: - მოსარგებლეთა ინფორმირებულობის დაბალი მაჩვენებელი, სასურველი სერვისის მიღებამდე სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნების ხანგრძლივობა, მკურნალობის საჭიროების არასაკმარისი ახსნა წარმოადგენს პროგრამის პრობლემურ მახასიათებლებს და მოითხოვს გამოსწორებას.
Item Type: | Article |
---|---|
Uncontrolled Keywords: | საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, უნივერსალური ჯანდაცვა, ჯანდაცვა |
Subjects: | H Social Sciences > H Social Sciences (General) H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management R Medicine > RA Public aspects of medicine R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine |
Divisions: | Centres > Insurance and Public Health Center |
Depositing User: | Professor Tengiz Verulava |
Date Deposited: | 03 Aug 2015 09:46 |
Last Modified: | 03 Aug 2015 09:46 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3088 |
Available Versions of this Item
-
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კმაყოფილების შეფასება. (deposited 30 Jun 2015 06:10)
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კმაყოფილების შეფასება. (deposited 03 Aug 2015 09:46) [Currently Displayed]
Actions (login required)
![]() |
View Item |