ტყის ჰაბიტატების აღდგენა საქართველოში, კავკასიის ეკორეგიონი

ახალკაცი (Akhalkatsi), მაია (Maia) (2015) ტყის ჰაბიტატების აღდგენა საქართველოში, კავკასიის ეკორეგიონი. მწიგნობარი, თბილისი. ISBN 978-9941-450-67-9

[img]
გადახედვა
ტექსტი (Georgian)
Forest.Habitats.Restoration2.ge.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (6MB) | გადახედვა

რეზიუმე

ტყის ჰაბიტატები საქართველოში საქართველო, როგორც კავკასიის ეკორეგიონის წევრი, საოცრად მდიდარია მცენარეთა ენდემური სახეობების ძალიან მაღალი დონით და ჩართულია პლანეტის 34 ყველაზე მრავალფეროვან და საფრთხის ქვეშ მყოფ ცხელი წერტილების არსებული ნუსხის შემადგენლობაში, რომელიც მოიცავს კონსერვაციის პრიორიტეტებს. არსებობს დაახლოებით 400 სახეობა ტყეებში, მათ შორის არის: ხეები 153, მაღალი ბუჩქები 202, დაბალი ბუჩქები 29 და ლიანები 11. ტყე საქართველოში შეიცავს მესამეული პერიოდის რელიქტურ ხის სახეობებს, რომლებიც შემორჩნენ იმ პერიოდიდან, როდესაც დასავლეთ კავკასიაში არ იყო გამყინვარება და კლიმატის გავლენა ტყის დეგრადაციაზე. კოლხური ტყის რეფუგიუმის ჰაბიტატის ტიპი შეიცავს რელიქტურ სახეობებს - გვიმრა, Hymenophyllum tunbrigense, ხემცენარეები - Fagus orientalis, Castanea sativa, Zelkova carpinifolia, Pterocarya fraxinifolia, Diospyros lotus, Taxus baccata, და ა.შ. ეს მონაცემები საჭიროებს სახეობების დაცვას და ტყის აღდგენას. საქართველოში, CORINE-ის ბიოტოპების კლასიფიკაციის საფუძველზე განსაზღვრულია ნატურა2000-ის ჰაბიტატების ტიპები, რომელიც ტყის 24 ჰაბიტატების ტიპს შეიცავს. ტყის ჰაბიტატის 18 ტიპი ეკუთვნის ევროპის ზომიერი ტყეების რეგიონს და 6 ტიპი ხმელთაშუა ზღვის ფოთლოვანი ტყეების ჰაბიტატებს. წიფლის ტყის ნაწილს წარმოადგენენ 7 ჰაბიტატის ტიპები. ორი მათგანია: (1) წიფლნარები კოლხური ქვეტყით (Fageta fruticosa colchica); და (2) წიფლნარები ქვეტყის გარეშე (Fageta sine fruticosa), რომლებიც ხასიათდება მხოლოდ საქართველოსთვის. ოთხი სხვა ჰაბიტატი განსხვავდება ევროპასთან დაკავშირებული ჰაბიტატის ტიპებისგან: 1) მუქი წიწვოვანი ტყე (Piceeta Orientale-Abieta nordmanniana); 2) ფიჭვნარები (Pinus kochiana); 3) უთხოვრის ტყე (Taxus baccata); და 4) რცხილნარი (Carpinus caucasica). ხუთი ხმელთაშუა ზღვის ტიპის ფოთლოვანი ტყეების ჰაბიტატები ტიპიურია მხოლოდ კავკასიისთვის: 1) წაბლნარი (Castanea sativa); 2) ძელქვის ტყე (Zelkova carpinifolia); 3) ბზიანი ტყე (Buxus colchica); 4) კოლხეთის რელიქტური ფართოფოთლოვანი შერეული ტყე; 5) არიდული ნათელი ტყე; 6) სუბალპური ტანბრეცილი არყნარი. კონსერვაციის აქტივობასთან დაკავშირებით უნდა იყოს განსაზღვრული საქართველოს ტყის სენსიტიური ჰაბიტატები: 1) წიფლნარი კოლხური ქვეტყით (Fageta fruticosa colchica); 2) კოლხეთის ფართოფოთლოვანი შერეული ტყე; 3) ფერდობის, ნაშალის და ნაპრალის შერეული ტყეები Tilio-Acerion; 4) მდინარის სანაპირო ტყე; 5) მდინარის სანაპირო ტყე მურყანით - Alnus glutinosa და იფანით - Fraxinus excelsior (Alno-Pandion, Alnion incanae, Salicion albae); 6) ჭალის ლეშამბიანი ტყე; 7) უთხოვრის ტყე (Taxus baccata); 8) ძელქვის ტყე (Zelkova carpinifolia); 9) ბზიანი ტყე (Buxus colchica); 10) სუბალპური ტანბრეცილი არყნარი. ტყის დეგრადაციის პრობლემა საქართველოში საქართველოში ტყის დეგრადაცია უკავშირდება ტყის სტრუქტურის, პროდუქტიულობის და ბუნებრივი სახეობების მრავალფეროვნების დაკარგვას. დეგრადაცია ამცირებს ტყის ხარისხს და საბოლოო ჯამში იწვევს ტყეების გაჩეხვას. საქართველოში ტყეები უკვე დამწვარია ომის დროს ისტორიულად ოკუპანტების მიერ და ინტენსიური სამრეწველო ხის ჭრის აქტიურობა განისაზღვრება საბჭოთა ეპოქაში, 1930-1950 წლებში. შემდეგ, 1950-1990 წწ-ის პერიოდის განმავლობაში, ტყეების მართვა ძირითადად დაცული იყო პრინციპულად და ხის მერქნის პროდუქციის ჩამოტანა ხდებოდა ციმბირიდან, რუსეთი. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, 1990 წლიდან, საქართველოს ტყე განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მოხვდა და განხორციელდა ტყის მერქნული რესურსების უკანონოდ მოპოვება, შეშის უკონტროლო ექსპლუატაცია და, ასევე, კლიმატის ცვლილების მიმართულებები განისაზღვრება კავკასიის რეგიონში. დეგრადაციის შედეგად, ტყე ძირითადად მძიმედ დაზიანდა შემდეგი ზემოქმედებით: ხის ჭრა, ტყის ხანძარი, ხის დაავადება, მძიმე დაზიანება საქონელის და ცხვრის ჭარბი ძოვებით და ა.შ. გლობალური დათბობა იწვევს ცვლილებებს ტყის დაცვის მიმართ და უკვე დაიწყო ტემპერატურის ზრდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მცირდება მყინვარები, ხდება ზღვის დონის აწევა, მდინარის წყლის შემცირება და გადანაწილება, მცირდება დიდთოვლიანობა მთის ზედა საზღვარზე. კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ტყის ჰაბიტატების მრავალი დეგრადაციის პროცესებზე: მზის განათება, წყლის მარაგი, საკვების ციკლი, ნიადაგის და ორგანიზმების ეროზია. ტყის აღდგენის პროგრამა ტყის აღდგენის გლობალური ინტერესი, ნაწილობრივ, განსაზღვრულია ეკოლოგიური პრობლემების გამოსწორების მიხედვით, როგორ უნდა განხორციელდეს ტყის პლანტაციის დარგვა. სოფლის მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ეგზოტიკური სახეობის დარგვა არ წარმოადგენს მათი ცხოველების საკვებს და არა-მერქნიანი რესურსების პროდუქტს, რაც საჭიროა მათთვის ყოველდღიურ საარსებო მასალად. ხის დარგვა ხშირად დგინდება საწარმოო ტექნიკის მიხედვით, რომ გამოიწვიოს ტენდენცია ერთიანი ტიპის ღეროები გააჩნდეს ხეებს, რასაც შედარებით დაბალი კავშირი აქვს ბიომრავალფეროვნების, გარემოს დაცვის და სოციალური ღირებულებების შენარჩუნებასთან. მაგრამ, ხის დარგვის დროს უფრო დიდი სამუშაო შესრულდება ეკოლოგიური მიდგომების გათვალისწინებით. ნებისმიერი ნარგავების კომერციული გამოყენება ხელს უწყობს ჰაბიტატის აღდგენას, რაც აუცილებელია, რომ უზრუნველყოს პლანტაციების შესაძლო სტანდარტების უმაღლესი გამოყენება. ბევრი კომერციული დარგვა პოტენციურად ასრულებს ტყის აღდგენის როლს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, სად იქნება ნარგავების მდებარეობის განსაზღვრა ტყეში და როგორ მოხდება მათი მენეჯმენტი. ნარგავები ყოველთვის არ უნდა იყოს ხის ერთი სახეობა. ასევე, არ უნდა იყოს დაშვებული დარგული ხეების ქვეშ ნიადაგი დარჩეს შიშველი, მცენარეულობით დაუფარავი. ამასთან, სარეველებმა და სპონტანურმა კოლონიზატორულმა სახეობებმა შეიძლება უკეთესი პირობები შეუქმნას დარგულ ხეებს. ტყეების ხარისხის აღდგენის პირველი ნაბიჯია დანაკარგების დადგენა. ბუნებრიობის სხვადასხვა განმარტებები არსებობს ადგილის მიხედვით, თუმცა მათი უმრავლესობა არ იძლევა მრავალი კომპონენტების ჩართულობას. ტყის ხარისხის აღდგენის საუკეთესო ასპექტებმა შეიძლება მიაღწიონ ზეწოლის გაუქმებას, რომელიც იწვევს ხარისხის შემცირებას, როგორიცაა ჭარბი ძოვება, ცვლილებები ხანძრის რეჟიმით (ან არაბუნებრივი მაღალი ან დაბალი სიხშირის ხანძრით), ბრაკონიერობა და მასალის მეტი შეგროვება. ამდენად, მნიშვნელოვანია ტყის აღდგენა განხორციელდეს ადგილობრივი ბუნებრივი ჰაბიტატის ტიპის აღდგენის გზით. ხის ნარგავები არ უნდა მოიცავდეს ერთეულ სახეობებს და, ასევე, ინვაზიურ ან ეგზოტიკურ სახეობებს. სასურველია დაირგას ბუნებრივი სახეობები ჰაბიტატის სახეობრივი მრავალფეროვნების სრული კომბინაციით და აღდგეს ბუნებრივი ჰაბიტატი. საქართველოს ტყეები წარმოადგენს რეფუგიუმს და მოიცავს რელიქტურ სახეობებს, რომელთა კონსერვაცია აუცილებელია და მათი დეგრადაცია დაუშვებელია.

ობიექტის ტიპი: წიგნი
თემატიკა: Q Science > Ecology
Q Science > QK Botany
S Agriculture > SD Forestry
განმათავსებელი მომხმარებელი: Prof.Dr. Maia Akhalkatsi
განთავსების თარიღი: 27 ივლისი 2015 05:22
ბოლო ცვლილება: 27 ივლისი 2015 05:22
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3031

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა