არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა საქართველოში

ვერულავა, თენგიზ (2015) არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (1). ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
ვერულავა_-არასახელმწიფო_საპენსიო_დაზღვევა_საქართველოში.pdf

Download (403kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://hepoins.com/index.php/component/k2/item/50-...

რეზიუმე

შესავალი: მიუხედავად სახელმწიფოს მზარდი სოციალური ვალდებულებებისა, პენსიონერთათვის გასაცემი პენსიები საკმაოდ მწირია. თავის მხრივ ასეთი სახით საპენსიო სისტემა ბევრ პრობლემას უქმნის საქართველოს ფინანსურ მდგრადობას და განვითარების პერსპექტივებს. აქედან გამოდინარე მნიშვნელოვანია არასახელმწიფო საპენსიო სისტემის, როგორც სოციალური დაცვის ერთ-ერთი ბერკეტის როლის ზრდა. კვლევის მიზანია საქართველოში არასახელმწიფო საპენსიო სისტემის განვითარების ტენდენციების კვლევა, მისი ძირითადი თავისებურებების გამოვლენა. მეთოდოლოგია: დასმული ამოცანების გადასაჭრელად გამოყენებულ იქნა დოკუმენტების ანალიზისა და მეორადი ინფორმაციის შესწავლის მეთოდი. შედეგები: კერძო საპენსიო დაზღვევის ბაზარი საქართველოში ხასიათდება დაბალი ზრდის ტემპით. დღევანდელ სადაზღვეო ბაზარზე მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან მხოლოდ ორ სადაზღვევო კომპანიას (ჯიპიაი ჰოლდინგი და ალდაგი ბისიაი) გააჩნია კერძო საპენსიო დაზღვევა. მოსახლეობის მხრიდან არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის მცირე სტიმული შეინიშნება. დისკუსია, დასკვნა: კერძო საპენსიო დაზღვევის ბიზნესი საქართველოში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. მოსახლეობის არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევით ნაკლები დაინტერესება მის არასათანადო პოპულარიზაციაზე მიგვანიშნებს. ასეთი სადაზღვევო პროდუქტებისთვის საუკეთესო გამოსავალია კომპანიის მხრიდან მათში დიდი ინვესტირების ჩადება რაც მოხმარდება ამ პროდუქტის რეკლამირებას, რათა ეს პროდუქტი უფრო მიმზიდველი გახდეს მომხმარებლისთვის, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ამ პროდუქტის ბაზრის ზრდის ტემპის მატებას. თუ კერძო საპენსიო დაზღვევის ბაზრის ზრდის ტემპი გაიზრდება მაშინ ეს პროდუქტი მიმზიდველი გახდება სხვა კომპანიებსთვისაც და კონკურენციაც შესაბამისად გაიზრდება.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: საპენსიო დაზღვევა, დაზღვევა, კერძო საპენსიო დაზღვევა
თემატიკა: Business
H Social Sciences > H Social Sciences (General)
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 06 ივლისი 2015 05:48
ბოლო ცვლილება: 06 ივლისი 2015 05:48
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/2997

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა