ეკონომიკური თეორია

მაღლაკელიძე, შორენა (2005) ეკონომიკური თეორია. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი ეკონომიკური თეორიისა და მენეჯმენტის კათედრა, თბილისი. ISBN 99940-0-789-0

[img]
Preview
Text
ekonomikuri_teoria1.pdf

Download (962kB) | Preview

Abstract

თანამედროვე პირობებში შეინიშნება ცხოვრებისეული პრობლემების უფრო ღრმად გააზრებისა და შესაბამისად ეკონომიკური განათლების მიღებისადმი ყოველმხრივი ინტერესი. ახალი ეკონომიკური სისტემის დამკვიდრების პროცესი მოითხოვს სერიოზული ეკონომიკური ცოდნის ფორმირებას. ყველა მოქალაქეს განსაზღვრული წარმოდგენა უნდა გააჩნდეს ეკონომიკის, მისი ცნებებისა და კატეგორიების შესახებ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი მეცნიერული მართვის საკითხებში არნო მოკი სრულიად სამართლიანად აღნიშნავდა: `ეკონომიკაში რაიმე ცოდნის გარეშე ადამიანები ადვილად ექცევიან დემაგოგიური მოწოდებების გავლენის ქვეშ. ეკონომიკური პროცესების გაგება დამოკიდებულია პრაქტიკულ ორიენტაციასა და სისტემატურ სწავლებაზე. არ შეიძლება შევურიგდეთ ჩამორჩენას ეკონომიკის შესწავლაში არა თუ უმაღლეს, არამედ სასკოლო პროგრამებშიც კი. ეკონომიკურ განათლებაზე მოთხოვნა ლოგიკურად გამომდინარეობს ცხოვრების თანამედროვე პირობებიდან~. არ შეიძლება არ დავეთანხმოთ აღნიშნულ აზრს და სტუდენტებს არ მივცეთ შესაძლებლობა პასუხი გასცენ იმ კითხვებს, რომლებსაც მათი ცხოვრების, პროფესიული თუ სხვა ნებისმიერი საქმიანობის დროს შეიძლება გაუჩნდეთ. სწორედ ეს არის მიზანი იმ საგნის შესწავლისა, რომელსაც `ეკონომიკური თეორია~ ჰქვია და რომლის შესასწავლად დამხმარე სახელმძღვანელოში შევეცადეთ მეტ-ნაკლებად შეგვეტანა საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტთა ცოდნის დონის ამაღლებას, მათში თანამედროვე ტიპის ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებას. დამხმარე სახელმძღვანელო დაწერილია ეკონომიკურ თეორიაში არსებული, როგორც ქართული, ასევე უცხოური ლიტერატურის გამოყენებით. მასში ცალკეული თემები განხილულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების რეალობების გათვალისწინებით. ვფიქრობთ, რომ იგი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სტუდენტ-ახალგაზრდობას.

Item Type: Book
Subjects: H Social Sciences > H Social Sciences (General)
H Social Sciences > HB Economic Theory
L Education > L Education (General)
Divisions: Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences
Depositing User: Professor Shorena Maglakelidze
Date Deposited: 18 Jan 2015 05:57
Last Modified: 18 Jan 2015 05:57
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/1666

Actions (login required)

View Item View Item