სკოლის დაფინანსებისა და მართვის ზოგიერთი საკითხი

მაღლაკელიძე, შორენა (2010) სკოლის დაფინანსებისა და მართვის ზოგიერთი საკითხი. Project Report. ლეთა, საქართველო, თბილისი.

[img]
Preview
Text (skolis dafinansebisa da marTvis zogierTi sakiTxi)
Shorena maglakelidzeA5bolo1 (2).pdf - Submitted Version

Download (3MB) | Preview

Abstract

გამოკვლევაში შევეხეთ მხოლოდ სასკოლო განათლებას, მისი დაფინანსებისა და მართვის ზოგიერთ საკითხს. კვლევის დაწყებისას მიზნად დავისახეთ გაგვერკვია განხორციელდა თუ არა რეფორმის მთავარი მიზნის _ ცოდნაზე დაფუძნებული საზოგა დოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. რადგანაც ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის საფუძველი განა- თლების ეკონომიკაა, რომლის წარმოშობასა და განვითარებას ცოდნისა და ინფორმაციის განვითარების ახალ საფეხურზე აყვანამ და მათი მიმღებისა და გადამცემის _ ადამიანისეული კაპიტალის კვლევამ შეუწყო ხელი, ამდენად მონოგრაფიის პირველი თავი სწორედ ამ საკითხებს დავუთმეთ. შემდეგ კი მოკლედ მიმოვიხილეთ განათლების განვითარების პროცესი საქართველოში და რეფორმების წვლილი მისი ფუნქციონირების გაუმჯობესებაში. მოვახდინეთ საჯარო სკოლების დაფინანსებასთან და ამ ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ციფრობრივი მასალების მოძიება და ანალიზი, რომელსაც მიეძღვნა მესამე და მეოთხე თავები. შემდეგ კი ყურადღება გავამახვილეთ თანამედროვე სკოლის დირექტორის როლსა და ფუნქციებზე ფინანსების, და არა მარტო ფინანსების მართვის საკითხებზე, რამდენადაც ფინანსური უზრუნველყოფისა და ფინანსების მართვაში სწორი პოლიტიკის გატარების გარეშე, სკოლის ხედვისა და მისიის შესრულება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა. კვლევის პროცესში გაჩნდა პასუხგაუცემელი კითხვები, რომელიც კვლევის შედეგებმა გამოავლინა. ასე მაგალითად: რატომ იმატებს დეფიციტური სკოლების რაოდენობა? როგორია სასკოლო საგანმანათლებლო სფეროს ძირითადი რესურსის_მასწავლებლის ხელფასი, და მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდისა, რატომ არის იგი არამატერიალური წარმოების სფეროს მუშაკების ხელფასებზე მნიშვნელოვნად დაბალი? ხომ არ დადგა დღის წესრიგში ვაუჩერით დაფინანსების ცვლილების აუცილებლობა? ამ კითხვებზე პასუხი ჩვენი შემდგომი კვლევის საგანი გახდა.

Item Type: Monograph (Project Report)
Subjects: H Social Sciences > H Social Sciences (General)
L Education > L Education (General)
Depositing User: Professor Shorena Maglakelidze
Date Deposited: 03 Dec 2014 07:09
Last Modified: 03 Dec 2014 07:09
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/1601

Actions (login required)

View Item View Item