სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად Social Work to Support Children in Crisis Situations

Sadzaglishvili, Shorena and Shekriladze, Ia and Shatberashvili, Nino and Partskhaladze, Natia and Namicheishvili, Salome and Decker, James and Gotsiridze, Teona and Lekishvili, Ketevan and Rekhviashvili, NIno and Evstapishvili, Eka and Gigineishvili, Ketevan (2022) სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად Social Work to Support Children in Crisis Situations. In: Social Work to Support Children in Crisis Situations, April 12-13, Hybrid format / Radisson Blu Batumi.

[img] Text
კონფერენციის აბსტრაქტები 2022.pdf

Download (1MB)

Abstract

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან თანამშრომლობით 2022 წლის 12 -13 აპრილს მართავს სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით „სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად“. კონფერენციის მიზანია ცნობიერების გაზრდა კრიზისში მყოფი ბავშვების, ომით დაზარებული და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის შესახებ. კონფერენციის დევიზია „არც ერთი ბავშვი მზრუნველობის მიღმა“ და ეძღვნება სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღეს 15 მარტს და 12 აპრილს – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღეს. კონფერენციის ძირითადი ნაწილი ეთმობა სამეცნიერო კვლევითი პროექტის “აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან” კვლევის შედეგების გაცნობას (N FR17_31). პროექტს ახორციელებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი, რომელიც დაარსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის N FR17_31). პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო ფართო მასშტაბიანი კვლევა ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან 2018-2021 წლის განმავლობაში. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებში აივ ინფექციის გამომწვევი სარისკო ქცევების შესწავლა და მიკრო და მაკრო დონის პრევენციის მონახაზის განვითარება, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული.

Item Type: Conference or Workshop Item (Paper)
Subjects: I Humanities
X Undefined
Divisions: Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences
Depositing User: დოქტორი შორენა საძაგლიშვილი
Date Deposited: 27 May 2022 07:22
Last Modified: 27 May 2022 07:22
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/11117

Actions (login required)

View Item View Item