სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად Social Work to Support Children in Crisis Situations

Sadzaglishvili, Shorena და Shekriladze, Ia და Shatberashvili, Nino და Partskhaladze, Natia და Namicheishvili, Salome და Decker, James და Gotsiridze, Teona და Lekishvili, Ketevan და Rekhviashvili, NIno და Evstapishvili, Eka და Gigineishvili, Ketevan (2022) სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად Social Work to Support Children in Crisis Situations. In: Social Work to Support Children in Crisis Situations, April 12-13, Hybrid format / Radisson Blu Batumi.

[img] ტექსტი
კონფერენციის აბსტრაქტები 2022.pdf

Download (1MB)

რეზიუმე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან თანამშრომლობით 2022 წლის 12 -13 აპრილს მართავს სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით „სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად“. კონფერენციის მიზანია ცნობიერების გაზრდა კრიზისში მყოფი ბავშვების, ომით დაზარებული და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის შესახებ. კონფერენციის დევიზია „არც ერთი ბავშვი მზრუნველობის მიღმა“ და ეძღვნება სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღეს 15 მარტს და 12 აპრილს – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღეს. კონფერენციის ძირითადი ნაწილი ეთმობა სამეცნიერო კვლევითი პროექტის “აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან” კვლევის შედეგების გაცნობას (N FR17_31). პროექტს ახორციელებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი, რომელიც დაარსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის N FR17_31). პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო ფართო მასშტაბიანი კვლევა ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან 2018-2021 წლის განმავლობაში. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებში აივ ინფექციის გამომწვევი სარისკო ქცევების შესწავლა და მიკრო და მაკრო დონის პრევენციის მონახაზის განვითარება, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული.

ობიექტის ტიპი: სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (სტატია)
თემატიკა: I Humanities
X Undefined
ქვეგანყოფილება: Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences
განმათავსებელი მომხმარებელი: დოქტორი შორენა საძაგლიშვილი
განთავსების თარიღი: 27 მაისი 2022 07:22
ბოლო ცვლილება: 27 მაისი 2022 07:22
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/11117

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა