პირველადი ჯანდაცვის მეკარიბჭეობა და მიმართვიანობა: პაციენტების თვალსაზრისი ოჯახის ექიმის როლზე

ვერულავა, თენგიზ და ჯორბენაძე, რევაზ (2020) პირველადი ჯანდაცვის მეკარიბჭეობა და მიმართვიანობა: პაციენტების თვალსაზრისი ოჯახის ექიმის როლზე. ეკონომიკა და ბიზნესი, 12 (1). ISSN 1987-5789

[img] ტექსტი
Economics and Business.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (916kB)
ოფიციალური URL: http://eb.tsu.ge/?cat=nomer&leng=ge&adgi=933&title...

რეზიუმე

ნაშრომში განხილულია ოჯახის ექიმის როგორც ჯანდაცვის სისტემის მეკარიბჭის როლთან მიმართებით პაციენტების მახასიათებლები, პრეფერენციები და ქცევა. ჯვარედინ-სექციური რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა რესპოდენტების გამოკითხვა. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ექიმ-სპეციალისტთან მიმართვის გზების შესახებ. პაციენტთა გარკვეულ ნაწილს ურჩევნია მიმართოს ოჯახის ექიმს, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მისთვის საჭირო ყველა სამედიცინო მომსახურებას და იქნება მისი ინტერესების დამცველი ერთადერთი აგენტი. აღნიშნული უფრო მეტად აქვთ პირებს, რომლებიც არიან კერძო სამედიცინო დაზღვევის ბენეფიციარები. კერძო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიები უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი ხარჯების შეკავების მექანიზმების დანერგვით, ვიდრე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გასაუმჯობესებლად და ნდობის ასამაღლებლად, მიზანშეწონილია ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, უწყვეტი სამედიცინო განათლების განვითარება, რადგან მაღალკვალიფიციურ ექიმებს უფრო მეტი სანდოობა ექნებათ, რაც გაზრდის მათთან მიმართვიანობას. მიზანშეწონილია მეკარიბჭეობის მოქნილი, ნებაყოფლობითი მოდელის განვითარება, რადგან იგი უკეთ შეესაბამება პაციენტების და ექიმების საჭიროებებს.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმი
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 23 აპრილი 2020 10:31
ბოლო ცვლილება: 23 აპრილი 2020 10:31
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9810

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა