თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ზემოქმედება ახალგაზრდების მიერ თამბაქოს მოხმარებაზე

მუქერია, მარიამ და კიკნაძე, ბესო და ვერულავა, თენგიზ (2019) თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ზემოქმედება ახალგაზრდების მიერ თამბაქოს მოხმარებაზე. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 5 (2). С. 83-98. ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
Tobaco.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (192kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: https://heconomic.wordpress.com/2019/07/24/tobacco...

რეზიუმე

შესავალი: თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ქმნის ჯანმრთელობის სრიოზულ რისკებს. თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ხელშეწყობის მიზნით, მისი მოხმარება აიკრძალა 2018 წლიდან დახურულ საზოგადოებრივ და სამუშაო ადგილებში, აგრეთვე ზოგიერთი ღია ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. კვლევის მიზანია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ზემოქმედების შესწავლა სტუდენტთა მხრიდან თამბაქოს მოხმარებაზე. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა ფოკუს-ჯგუფის მეთოდი. შედეგები: რესპონდენტები ინფორმირებულნი იყვნენ როგორც თამბაქოს მავნებლობის, ასევე კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ. რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა მოწევა გარდატეხის ასაკში თანატოლების ზეგავლენით დაიწყო, ხოლო მეორე ნაწილმა სტუდენტობის პერიოდში სოციალური სასურველობისა და რაიმე ახლის გასინჯვის ინტრიგით. მწეველი რესპონდენტების ნაწილს არაერთხელ უშედეგოდ უცდია თამბაქოსათვის თავის დანებება, ხოლო მეორე ნაწილმა წარმატებით მოახერხა მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა. რესპონდენტების უმრავლესობა, რომლებმაც მოწევას თავი დაანებეს აღნიშნავს, რომ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ კანონში შესულმა ცვლილებებმა მიაღებინა. როგორც მწეველი, ასევე არამწეველი და წარსულში მწეველი რესპონდენტების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს მიღებულ კანონს და თვლის რომ ეფექტურია, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს არ მოწონთ კანონში შესული ზოგიერთი ცვლილება და თვლიან რომ ეს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას საერთოდ არ ემსახურება და სულაც არღვევს ადამიანების უფლებებს. დასკვნა: მიზანშეწონილია თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ღონისძიებების ხელშემწყობა. ამ მხრივ, მისასალმებელია საქართველოში „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ამოქმედება, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, სასწავლო და სხვა სახის დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარებას და რეკლამირებას, ასევე სკოლებთან ახლოს თამბაქოს ნაწარმის გაიყიდვას.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: თამბაქოს მოხმარება, ქცევა
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 24 ივლისი 2019 14:33
ბოლო ცვლილება: 24 ივლისი 2019 14:33
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9140

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა