დასაქმებული სტუდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სტრესი

ვერულავა, თენგიზ და ჯილბორდი, ანი (2018) დასაქმებული სტუდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სტრესი. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 4 (1). С. 24-37. ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
verulava.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (313kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: https://heconomic.wordpress.com/2018/01/22/student...

რეზიუმე

შესავალი: ნაშრომი ეხება დასაქამებული სტუდენტების კონკრეტულად - სუპერ-მარკეტებსა და კვების ობიექტებში დასაქმებული სტუდენტების - ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სტრესის შესწავლას. ნაშრომში ძირითადი აქცენტი კეთდება დასაქმებული სტუდენტების იმ პრობლემებზე, რაც დაკავშირებულია, მათ სამუშაოსთან და ზოგადად დატვირთულ გრაფიკთან. განიხილება ძილის, სწავლის, სამუშაო გრაფიკის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის მეთოდის ტექნიკის - ანკეტირების გამოყენებით. შერჩევის მეთოდი: თოვლის გუნდა. კვლევის შედეგად გამოიკითხა 50 რესპონდენტი. შედეგები, დისკუსია: სტუდენტების უმრავლესობა ირჩევს მარტივ სამუშაო ადგილებს, რომლებიც არ საჭიროებს სპეციალიზებულ უნარებს. აღნიშნული მეტყველებს, რომ სტუდენტების დასაქმება ძირითადად დაკავშირებულია შემოსავლების მიღებასთან და ხელს არ უწყობს გამოცდილების მიღებას. დასაქმებული სტუდენტებისთვის სირთულეს წარმოადგენს სამუშაოსა და სწავლის შეთავსება. არასასწავლო საქმიანობაზე დიდი დატვირთვა ხელს უშლის სტუდენტებს სასწავლო პროცესში სათანადოდ ჩართულობას. ძილის დარღვევა უარყოფითად ზემოქმედებს სტუდენტების ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. დასკვნა, რეკომენდაციები: კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა უნივერსიტეტებისათვის, სამთავრობო და არასამთავროო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან სტუდენტთა დასაქმების ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებაში.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: სტუდენტების დასაქმება, სტრესი, ძილის დარღვევა
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 15 ივლისი 2019 16:07
ბოლო ცვლილება: 15 ივლისი 2019 16:07
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9115

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა