კუტივაძე, ბექა და ლურსმანაშვილი, ირინა და ვერულავა, თენგიზ (2019) მზრუნველობამოკლებული მოზარდების პრობლემები თავშესაფრის დატოვების შემდეგ. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 5 (1). С. 23-38. ISSN 2346-7983
|
ტექსტი
TAVSESAFARI.pdf - გამოქვეყნებული ვერსია Download (196kB) | გადახედვა |
რეზიუმე
შესავალი. თავშესაფრების დატოვების შემდეგ მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდებს ექმნებათ სხვადასხვა პრობლემები, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ბინის მოძიებასთან, დასაქმებასთან. კვლევის მიზანია სრულწლოვანი ასაკის მიღწევისას თავშესაფრების დატოვების შემდეგ მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების პრობლემების შესწავლა. მეთოდოლოგია. თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა მზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდების და სოციალური მუშაკების სიღრმისეული ინტერვიუ. შედეგები, დასკვნა. მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს თავშესაფრის დატოვების შემდეგ უწყდებათ სახელმწიფო დახმარება, რის გამოც დგანან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფსიქოლოგიური გამოწვევების წინაშე. ასეთ მოზარდთა მეტი წილი ვერ უბრუნდება ოჯახს და აქვთ არასტაბილური საცხოვრისის, დასაქმების, საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევით მათზე ზრუნვის გაგრძელება, სხვადასხვა პროფესიული ტრენინგების ჩატარება, საზოგადოებაში ინტეგრაციის სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, დასაქმების ხელშეწყობა.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მინდობით აღზრდა, თავშესაფარი |
თემატიკა: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 12 ივლისი 2019 15:52 |
ბოლო ცვლილება: | 12 ივლისი 2019 15:52 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9111 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |