ვერულავა, თენგიზ და ბერუაშვილი, დალი (2019) ოჯახის ექიმთან მიმართვიანობის პრობლემები საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 5 (2). С. 72-85. ISSN 2346-7983
|
ტექსტი
verulava.pdf - გამოქვეყნებული ვერსია Download (462kB) | გადახედვა |
რეზიუმე
შესავალი. პირველადი ჯანდაცვის ადექვატური უტილიზაცია პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჯანდაცვის დანახარჯების ეფექტურობაზე. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ოჯახის ექიმთან მიმართვიანობა სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია. კვლევის მიზანია საქართველოში ოჯახის ექიმთან მიმართვიანობის პრობლემების შესწავლა. მეთოდოლოგია. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარით გამოკითხულ იქნა 20 ოჯახის ექიმი და 300 ბენეფიციარი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში. შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახის ექიმებთან მიმართვიანობა დაბალია, რაც განპირობებულია მათ მიმართ უნდობლობით, დაბალი ინფორმირებულობით ოჯახის ექიმის კომპეტენციების შესახებ. არაადექვატური ანაზღაურების გამო ოჯახის ექიმებს არ აქვთ სათანადო მომსახურების ჩატარების საკმარისი მოტივაცია. უწყვეტი პროფესიული განათლების სათანადო სისტემის განუვითარებლობა ნეგატიურად ზემოქმედებს პროფესიულ განვითარებაზე. დასკვნა, რეკომენდაცია. მიზანშეწონილია პირველადი ჯანდაცვის სისტემის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება, ოჯახის ექიმთა ანაზღაურების ეფექტური მეთოდების დანერგვა, უწყვეტი პროფესიული განათლების როლის და ხელმისაწვდომის გაზრდა.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმი, საოჯახო მედიცინა მიმართვიანობის პრობლემები. |
თემატიკა: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 12 ივლისი 2019 15:52 |
ბოლო ცვლილება: | 12 ივლისი 2019 15:52 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9110 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |