ნემსაძე, დავით და ვერულავა, თენგიზ (2019) თამბაქოს მოხმარების დაწყების მიზეზები ახალგაზრდებში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 5 (2). С. 34-48. ISSN 2346-7983
|
ტექსტი
თამბაქოს მოხმარების დაწყების მიზეზები ახალგაზრდებში-converted.pdf - გამოქვეყნებული ვერსია Download (287kB) | გადახედვა |
რეზიუმე
შესავალი. თამბაქოს მოხმარებაზე გავლენას ახდენს სოციალური გარემო, განსაკუთრებით ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა განათლების და ინფორმირებულობის დონე, ახლო სოციალური წრე, მშობლების ქცევა, ოჯახის წევრთა მხარდაჭერა. კვლევის მიზანია იმ თვისებათა და ფაქტორთა გამოვლენა, რაც ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარების დაწყებას თინეიჯერობის ასაკში. მეთოდოლოგია. ჩატარდა თვისებრივი კვლევა, პირდაპირი გამოკითხვისა და ფოკუს-ჯგუფის სახით, არაშემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ ახალგაზრდებში. შედეგები. რესპონდენტების უმრავლესობა თამბაქოს მოხმარებას იწყებს არასრულწლოვან ასაკში. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია სამეგობრო წრის და ოჯახის გავლენა. თამბაქოს მოხმარების დაწყებისადმი გადამწყვეტი როლი ახლო სოციუმმა ითამაშა. ახალგაზრდებში უფრო დადებითად აღიქმება თამბაქოს მოხმარება ვიდრე უარყოფითად. რესპოდენტებმა თამბაქოს მოხმარება პირველად მეგობრებისა და კლასელების წრეში დაიწყო. იმისმიუხედავდ, რომ ახალგაზრდების ორგანიზმი უარყოფითად რეაგირებდა თამბაქოს მოხმარებაზე, ისინი ამ ქცევას მაინც აგრძელებდნენ. დისკუსია. ახალგაზრდები საკუთარი პიროვნული მომწიფების სადემონსტრაციოდ მოიხმარენ თამბაქოს, ამგვარი ქცევა სხვაზე ორიენტირებულია, მათთვის ახდენს იმის აფიშირებას, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი და ზრდასრული წევრები არიან, ემსახურება სხვათა მიმართ მათი ქცევითი, ნებითი თუ ვიზუალური მხარის დადებითი რეპუტაციის შექმნის მიზანს. დასკვნა. მიზანშეწონილია თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ღონისძიებების ხელშემწყობა. ამ მხრივ, მისასალმებელია საქართველოში „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ამოქმედება, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, სასწავლო და სხვა სახის დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარებას და რეკლამირებას, ასევე სკოლებთან ახლოს თამბაქოს ნაწარმის გაიყიდვას.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | თამბაქოს მოხმარება, ქცევა |
თემატიკა: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 12 ივლისი 2019 15:50 |
ბოლო ცვლილება: | 12 ივლისი 2019 15:50 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9106 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |