ვერულავა, თენგიზ (2017) უნივერსალური ჯანდაცვა საქართველოში: მიღწევები, გამოწვევები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“ შრომათა კრებული.
არსებობს ამ მასალის უფრო ახალი ვერსია საცავში. |
|
ტექსტი
Universal Health Care in Georgia Achievements and Challenges.pdf - გამოქვეყნებული ვერსია Download (447kB) | გადახედვა |
რეზიუმე
უნივერსალური ჯანდაცვის განვითარება მრავალ პრობლემებთანაა დაკავშირებული. სხვადასხვა ქვეყნები განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. 2013 წლიდან საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის მიზანს შეადგენდა ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა. უნივერსალური ჯანდაცვის მშენებლობა დამოკიდებულია გარკვეულ სირთულეებთან, მითუმეტეს ისეთი მწირი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ უნივერსალური ჯანდაცვის მშენებლობა, რომლითაც ყველა ადამიანს აქვს საშუალება ისარგებლოს, საკმაოდ კარგი ნაბიჯია, თუმცა საჭიროა სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელება დაფინანსების ხარჯთეფექტური მეთოდების, სამედიცინო მომსახურების ხარისხის და მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით. ხარჯების შეკავების მეთოდებიდან ერთ-ერთი უმთავრესია ქვეყანაში გამართული პირველადი ჯანდაცვის სისტემის არსებობა, რადგან ასეთ სისტემაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრევენციული სერვისების მიწოდებას. შეიძლება ითქვას, ჯანდაცვაზე დანახარჯების შეკავების ყველაზე საუკეთესო მეთოდი არის ის, რომლითაც მიიღწევა ჯანმრთელობის საერთო მაჩვენებლების გაუმჯობესება არსებული რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების მეშვეობით.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | უნივერსალური ჯანდაცვა, |
თემატიკა: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 16 ოქტომბერი 2017 08:01 |
ბოლო ცვლილება: | 16 ოქტომბერი 2017 08:01 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/7065 |
ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია
- უნივერსალური ჯანდაცვა საქართველოში: მიღწევები, გამოწვევები. (deposited 16 ოქტომბერი 2017 08:01) [ასახულია მიმდინარე დროს]
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |