ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში: შედარებითი ანალიზი, შეფასება

ვერულავა, თენგიზ (2016) ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში: შედარებითი ანალიზი, შეფასება. In: პოლიტიკა კავკასიის გარშემო, 21,10.2016, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

[img]
გადახედვა
სლაიდ შოუ
თენგიზ_ვერულავა_-_ჯანდაცვის_დაფინანსების_პოლიტიკა_სამხრეთ_კავკასიის_რეგიონში.PDF - პრეზენტაცია

Download (591kB) | გადახედვა
[img]
გადახედვა
ტექსტი (კონფერენციის დღის წესრიგი)
A5 - conference agenda.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (271kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://eprints.iliauni.edu.ge/6469/

რეზიუმე

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში არსებული კრიზისული მდგომარეობა მოითხოვდა დარგის ძირეულ რეფორმირებას. მწირი ფინანსური შესაძლებლობები პრაქტიკულად გამორიცხავდა საბჭოთა სისტემისათვის დამახასიათებელი ყოვლისმომცველი სამედიცინო დახმარების გაწევას. შედეგად, აუცილებელი გახდა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო ვალდებულებების დაბალანსება მის შესაძლებლობებთან. განვლილი 25 წლის მანძილზე სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების თავისებური გზა გაიარა. საქართველოში ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესი 1995 წელს დაიწყო, სომხეთში - 1997 წელს, ხოლო აზერბაიჯანში - 1998 წელს. აღნიშნულ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების მთავარ მიზანს შეადგენდა თვითდინებით მოფუნქციონირე სფეროში წესრიგის აღდგენა, სისტემაში თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამკვიდრება, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მოთხოვნებთან. ამ მხრივ, საინტერესოა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების შედარებითი ანალიზი. კერძოდ, დაფინანსების რა მოდელები აირჩიეს, რამდენად შეესაბამება ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე ბევრი დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მაჩვენებლებსაც? შესაბამისად, ჯანდაცვის დაფინანსების შესაფასებლად განხილულია ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ეფექტიანობის საერთაშორისოდ აღიარებული შემდეგი მაჩვენებლები: • ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ხვედრითი წილი სახელმწიფოს მთლიან დანახარჯებში; • ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ხვედრითი წილი ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში; • ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით; • ჯანდაცვაზე მთლიანი დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით; • კერძო ხარჯები ჯანდაცვაზე.

ობიექტის ტიპი: სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (მოხსენება)
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ჯანდაცვის დაფინანსების სისტემა
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 19 ივლისი 2017 08:03
ბოლო ცვლილება: 19 ივლისი 2017 08:03
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6608

ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა