სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ზუხბაია, თეკლა და ილარიანი, ლევან და ვერულავა, თენგიზ (2017) სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია (3). С. 115-118. ISSN 2449-2469

მოცემული მასალის ბოლო ვერსია.

[img]
გადახედვა
ტექსტი
ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამა.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (358kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://ojs.iliauni.edu.ge/index.php/health/article...

რეზიუმე

შესავალი: საქართველოს მოსახლეობის 93% საშუალო ფენაზე დაბლაა. ასეთი სოციალური კატასტროფის პირობებში მრავალი სერვისი, მათ შორის ჯანდაცვის, სახელმწიფოს დახმარების გარეშე არ არის ხელმისაწვდომი. საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. კვლევის მიზანია, გამოავლინოს რეალურად რამდენად ხელმისაწვდომს ხდის საყოველთაო დაზღვევა ჯანდაცვას საქართველოში, ექმნებათ თუ არა რაიმე წინაღობები ადამიანებს ჯანდაცვის სერვისის მიღებისას და თუ ექმნებათ რა სახისაა ისინი. მეთოდოლოგია: მეორადი მონაცემების ანალიზთან ერთად ჩატარდა 3 ფოკუს-ჯგუფი სხვადასხვა პაკეტებით მოსარგებლე მომხმარებლებთან. შედეგები: საყოველთაო დაზღვევით გამოწვეული ზოგადი კმაყოფილების მიღმა, რესპონდენტებმა გამოყვეს 3 ძირითადი პრობლემა, რომელიც საყოველთაო დაზღვევით სარგებლობისას შექმნიათ. ესენია: გარკვეული სერვისების ნაწილობრივი დაფინანსება, მედიკამენტების სიძვირე და თითქმის სრული გაუთვალისწინებლობა საყოველთაო დაზღვევაში, პროგრამის მოქმედება მხოლოდ განსაზღვრულ დაწესებულებებში. რეკომენდაციები: სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს მოცემული პრობლემები და მეტი ფული დახარჯოს ამ პროგრამის სრულყოფაზე. ძირითადი საძიებო სიტყვები: საყოველთაო დაზღვევა, სიღარიბე, ჯანდაცვა. Access to health care and health insurance program Tekla Zukhbaia, Levan Ilariani - Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political Sciences Tengiz Verulava - Doctor of Medical Sciences, Professor Abstract Introduction: 93% of Georgian population is below middle-class. In this state of social catastrophe government introducing social security programs is crucial for entity of society. Universal insurance program aims to guarantee health services to every citizen of Georgia. This research aims to elucidate how accessible really is the program and if there are any hardships for the consumers. Methodology: We’ve used secondary data analysis for some part of our research, but generally this research is based on 3 focus groups, held out between beneficiaries using 3 different types of packages of the project. Results: Universal insurance program is generally effective, but there are 3 problems, which respondents had pointed out: partial financing of certain services, meds not being financed enough, program working only in certain hospitals/clinics. Recommendations: Government must correct the errors pointed out by respondents by putting more money into healthcare.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: საყოველთაო ჯანდაცვა
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 28 აპრილი 2017 08:06
ბოლო ცვლილება: 28 აპრილი 2017 08:06
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6480

ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა