თენგიზ ვერულავას „ჯანდაცვის პოლიტიკა“ - წიგნის პრეზენტაცია

ტელეკომპანია, პულსი TV / Pulsi TV's (2016) თენგიზ ვერულავას „ჯანდაცვის პოლიტიკა“ - წიგნის პრეზენტაცია. [ვიდეო]

[img] ტექსტი
მოკლე_ვარიანტი_წიგნის_პრეზენტაცია.PDF - მონახაზი

Download (324kB)
[img] გამოსახულება
Cover_Jandacvis-Politika (1).jpg - ყდის გამოსახულება

Download (263kB)
[img] ვიდეო
myvideo-puls (1).mp4 - სხვა

Download (33MB)
ოფიციალური URL: https://youtu.be/kjnvitwUoTE

რეზიუმე

2016 წლის 25 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა სახელმძღვანელოს - „ჯანდაცვის პოლიტიკა“ - პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ ვერულავა. სახელმძღვანელომ გაიარა ორმაგი (ბრმა მეთოდით) რეცენზირება უცხოელ ექსპერტებთან. იგი განკუთვნილია ჯანდაცვის პოლიტიკის, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სპეციალისტებისათვის, ასევე ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. საქართველოში, აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის ძირეული რეფორმირების პროცესი და ჩნდება მრავალი კითხვა, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მუშაკებისათვის, სისტემის მენეჯერებისათვის და რომელთაც შეისწავლის ჯანდაცვის პოლიტიკა. ცხადია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლებელია კარგად განსწავლული კადრების გარეშე, რომელთა საფუძვლიანი მომზადება მწვავე პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზს ქართულ ენაზე საჭირო სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის აშკარა ნაკლებობა წარმოადგენს. წარმოდგენილი სახელმძღვანელოს უმთავრესი მიზანია ამ პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა. წიგნში განხილულია ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი საკითხები, ჯანდაცვის სისტემის ფუნქციები და მიზნები, ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმები, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე მოქმედი ფინანსური და არაფინანსური ბარიერები, ჯანდაცვის დანახარჯები და მისი ზრდის შეკავების მექანიზმები, სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული ფორმები (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური მომსახურება, ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურება), დაავადებათა პრევენცია, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის, ბევერიჯის მოდელის, შერეული მოდელის, სამედიცინო შემნახველი ანაბრების სისტემების განვითარების

ობიექტის ტიპი: ვიდეო
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ჯანდაცვის პოლიტიკა, თენგიზ ვერულავა
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 01 ივლისი 2016 06:02
ბოლო ცვლილება: 01 ივლისი 2016 06:02
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4759

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა