სამედიცინო დაზღვევის რეფორმა აშშ-ში: პრობლემები და პერსპექტივები

ვერულავა, თენგიზ (2016) სამედიცინო დაზღვევის რეფორმა აშშ-ში: პრობლემები და პერსპექტივები. In: ამერიკისმცოდნეობის XVII ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, 19-21 მაისი 2016, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი.

[img] ტექსტი
სამედიცინო_დაზღვევის_რეფორმა_აშშ-ში.PDF - პრეზენტაცია

Download (173kB)
ოფიციალური URL: https://www.tsu.ge/ge/government/administration/de...

რეზიუმე

2014 წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა ბარაკ ობამას მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი - სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა. ამიერიდან, ყველა დაუზღვეველმა ამერიკელმა უნდა შეიძინოს სამედიცინო დაზღვევის პოლისი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან. 5 წელზე მეტი დრო გავიდა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულ იქნა კანონი ჯანმრთელობის დაზღვევის რეფორმირების შესახებ. ბარაკ ობამას რეფორმის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ჯანმრთელობის დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის გაფართოება და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. 2010 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონის პაციენტების დაცვის და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შესახებ (Patient Protection and Affordable Care Act – ACA), კონგრესში რესპუბლიკური პარტიის მიერ წარმოებული ხანგრძლივი დებატების და წინააღმდეგობის შემდეგ. აღნიშნული კანონი წარმოადგენს ჯანდაცვის რეფორმირების უმნიშვნელოვანეს ეტაპს, გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ, როდესაც შეიქმნა ღარიბი და საპენსიო ასაკის მოსახლეობის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები - Medicaid და Medicare. განვითარებულ ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენდა მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას, სადაც არასოდეს არ არსებობდა საყოველთაო, სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა. მოსახლეობის უმრავლესობა დაზღვეული იყო კერძო ჯანმრთელობის დაზღვევით და მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებზე ვრცელდებოდა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამები (ღარიბები და პენსიონერები). რეფორმას არაერთგვაროვანი შეფასება მიეცა აშშ საზოგადოებაში. მას მხარს უჭერდნენ დემოკრატები, ხოლო რესპუბლიკელები წინააღმდეგ წავიდნენ. რესპუბლიკელთა აზრით, რეფორმა გახდებოდა მხოლოდ დამატებითი გადასახადი ფიზიკური პირების და ბიზნესის მხრიდან, და კიდევ უფრო გაზრდიდა სადაზღვევო ღირებულებას და სახელმწიფო ხარჯებს. ამასთან, მთავარი პრობლემა - ჯანდაცვის მაღალი დანახარჯები და სიძვირე - ვერ გადაწყდებოდა. ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ბარაკ ობამას მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმების მიმართ ამერიკელების შეხედულებები თითქმის თანაბრად გაიყო. დაბალშემოსავლიანმა მოქალაქეებმა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ძირითადად მხარი დაუჭირეს, ხოლო შედარებით მდიდარმა ფენებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. ჯერჯერობით ნაადრევია რეფორმის საბოლოო შეფასების მიცემა. თუმცა, უკვე ნათელია, რომ რეფორმის შედეგად სამედიცინო ხარჯები (როგორც მოქალაქეების, ასევე ფირმებისათვის, რომლებმაც იყიდეს კერძო დაზღვევა და სახელმწიფოსათვის, რომელმაც გააფართოვა ჯანდაცვის პროგრამები) მხოლოდ გაიზარდა. როგორც ჩანს, უახლოეს წლებში ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება.

ობიექტის ტიპი: სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (მოხსენება)
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ჯანდაცვა, აშშ-ის ჯანდაცვა, აშშ-ის ჯანდაცვის რეფორმები
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 23 მაისი 2016 07:31
ბოლო ცვლილება: 23 მაისი 2016 07:31
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4662

ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა