მიოკარდიუმის ინფარქტით პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის დროულობა

ვერულავა, თენგიზ და ჯორბენაძე, რევაზ და ქაცანაშვილი, თამარ (2015) მიოკარდიუმის ინფარქტით პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის დროულობა. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
მიოკარდიუმის ინფარქტით პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის დროულობა.pdf

Download (837kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://hepoins.com/index.php/component/k2/item/69-...

რეზიუმე

შესავალი: დაავადების დროული გამოკვლევისა და სათანადო სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისას, უმრავლეს შემთხვევაში,შესაძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება და შესაბამისად დადებითი გამოსავალი. აქედან გამომდინარე, ავადმყოფებისთვის სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის სრულყოფა არის ჯანდაცვის სისტემის უმთავრესი ამოცანა და ამ მიმართულებით განხორციელებული კვლევები ხელს შეუწყობს სიკვდილიანობის შემცირებას. კვლევის მიზანია მიოკარდიუმის ინფარქტით ავადმყოფთა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე მკურნალობის დროულობის, ასევე ამ ეტაპზე თვითდახმარების მოცულობასა და ხასიათზე მათი ინფორმირებულობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე გვიანი მიმართვიანობის მიზეზების შესწავლა. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა ბენეფიციართა გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. შედეგები: კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიოკარდიუმის ინფარქტით ავადმყოფთა უმრავლესობა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე არ ატარებდა სათანადო თვითდახმარებას, ხოლო ექიმს მიმართავდნენ დაგვიანებით დაავადების პირველი სიმპტომებიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ. პაციენტებს შორის, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტის პირველი სიმტომების წარმოშობიდან 1 საათის განმავლობაში მედიკამენტები მიიღო, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა გამოკითხულთა მცირე რაოდენობამ. დაბალია პაციენტების ინფორმაციულობა დაავადების ძირითადი სიმპტომების, თვითდახმარების ზომების და სასწრაფო დახმარების დროული გამოძახების მნიშვნელობის შესახებ. შესაბამისად, მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა ჰოსპიტალიზებული დაავადების პირველ საათებში. მაშინ როდესაც ინფორმირებული პაციენტების უმრავლესობა ჰოსპიტალიზებულ იქნა დაავადების პირველ საათებში. პაციენტების უმრავლესობის აზრით, არ ხდება ოჯახის ექიმების მიერ მათზე დინამიური უწყვეტი მეთვალყურეობა. არც სპეციალისტების და არც ოჯახის ექიმების მხრიდან არ ტარდება ინფორმირებულობის ამაღლება დაავადების ძირითადი სიმპტომების, თვითდახმარების ზომების და სასწრაფო დახმარების დროული გამოძახების მნიშვნელობის შესახებ. დისკუსია, ინტერპრეტაცია: დაავადების მიმდინარეობა და მისი შედეგები დამოკიდებულია გაწეული თვითდახმარების ხარისხზე და მის დროულობაზე, პაციენტის ინფორმირებულობაზე, ოჯახის ექიმის უწყვეტ სამედიცინო მეთვალყურეობაზე. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარება ხელს უწყობს სერიოზული გართულებების შემცირებას. სამედიცინო დახმარებაზე დაგვიანებით მიმართვის უმთავრესი მიზეზია პაციენტების დაბალი ინფორმაციულობა, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის დაბალი განვითარება, რაც უარყოფითად ზემოქმედებს მოსახლეობის უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობაზე, დაავადების შესახებ მათ ინფორმირებულობაზე. დასკვნა, რეკომენდაციები: მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის მაქსიმალური ეფექტურობა შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო დახმარებაზე დროული მიმართვის და ექიმის მოსვლამდე პაციენტების ან მათი ახლობლების კომპეტენტური ქმედებების შედეგად. ამისათვის მიზანშეწონილია ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ხელს შეუწყობს პაციენტზე უწყვეტი სამედიცინო მეთვაყურეობის ჩატარებას, დაავადების ძირითადი სიმპტომების, თვითდახმარების ზომების და სასწრაფო დახმარების დროული გამოძახების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ჰოსპიტალიზაციის დროულობა, ჯანდაცვა, კარდიოლოგია
თემატიკა: R Medicine > R Medicine (General)
R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 31 ივლისი 2015 05:21
ბოლო ცვლილება: 31 ივლისი 2015 05:21
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3075

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა