პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის რეფორმების შედეგები

ვერულავა, თენგიზ და ომანაძე, ქეთევან (2015) პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის რეფორმების შედეგები. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (1). ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის რეფორმების შედეგები.pdf

Download (491kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://hepoins.com/index.php/component/k2/item/30-...

რეზიუმე

შესავალი: პენიტენციურ ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო სექტორში არსებულ პირველად ჯანდაცვასთან მაქსიმალურად იდენტური მოდელის დანერგვა, რომელიც ეფუძნება პატიმართა რეალურ საჭიროებებს. წარმოდგენილი კვლევის მიზანს წარმოადგენს პენიტენციურ სისტემაში პირველადი ჯანდაცვის პილოტური პროგრამის დანერგვიდან დღემდე განხორციელებული ცვლილებებისა და მათი შედეგების დადგენა. მეთოდოლოგია: კვლევა მოიცავდა თვისებრივ კომპონენტს, რომელიც გულისხმობდა პენიტენციურ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხების, ამ სფეროს ექსპერტების მოსაზრებების იდენტიფიცირებას. თვისებრივი კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუ. შედეგები: პენიტენციურ ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შედეგად დაინერგა პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ახალი ორგანიზაციული ფორმა - პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, ჩამოყალიბდა პირველადი ჯანდაცვის გუნდი. გადამზადდა სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამედიცინო პუნქტები გარემონტდა და აღიჭურვა საბაზისო სამედიცინო ინვენტარით. გატარებული რეფორმების შედეგად გაიზარდა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა, რაც დადებითად აისახა პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარებაზე, კერძოდ, მკვეთრად შემცირდა სიკვდილიანობა, სხვადასხვა დაავადებათა მაჩვენებლები. დისკუსია, დასკვნა: მიღწეული დადებითი შედეგები საჭიროებს შემდგომ განვითარებას. მიზანშეწონილია სამედიცინო პერსონალის სათანადოდ მომზადების მასშტაბის გაზრდა, ტრენინგის თემატიკის პრიორიტეტების განსაზღვრა საჭიროებათა შეფასების შედეგების შესაბამისად, პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების სტანდარტების, ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუმენტების შემუშავება და დანერგვა, სისტემის გამჭვირვალობის, მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება. Abstract Background: Prison health care reform with the main purpose of the civil sector with the introduction of the identical model, which is founded on the real necessity of prisoner’s everyday life. The reason of investigation is to look out the facts which are found from the beginning up today. Methodology: The study included a qualitative component, which meant the prison health related issues, the views of experts in the field of identification. Qualitative focus group discussions and in-depth interviews were conducted within the component. Result: Prison health care reform has been introduced as a result of the new organizational form of delivery of primary health care services primary health care center, formed by the primary care team. Trained medical personnel important part, medical facilities, renoated and equipped with basic medical facilities. Access to medical services has increased as a result of the reform carried out, which reflected positiviely on the health condition of prisoners, in particular, significantly reduced mortality rates of diferent diseases. Discussion, Conclussion: The positive results achieved needs further development. It is recommended to increase the scale of the medical staff in the proper preparation, training needs assessment to determine the result of the thematic priorities. Health care services, standards, quality assurance instrument development and implementation of a system of transparency,raise awareness about of the rising reforms.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ჯანდაცვა, პენიტენციური ჯანდაცვის სისტემა
თემატიკა: R Medicine > R Medicine (General)
R Medicine > RA Public aspects of medicine
R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 06 ივლისი 2015 05:40
ბოლო ცვლილება: 06 ივლისი 2015 05:40
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/2991

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა