ცაგარელი, ლევან (2013) ომის შემდგომი ხანის ლიტერატურა. In: 10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე, ეროვნული ბიბლიოთეკა. (არ გამოქვეყნებულა)
სლაიდ შოუ
Nachkriegsliteratur.ppt Download (4MB) |
რეზიუმე
ტერმინი „ომის შემდგომი ხანის ლიტერატურა“ (გერმ. Nachkriegsliteratur) ერთ-ერთი იმ სახელწოდებათაგანია, რომელიც ძირითადად გერმანულენოვანი ლიტერატურის ისტორიაში გვხვდება და, ფართო გაგებით, მოიცავს პერიოდს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან გერმანიის გაერთიანებამდე (1945-1990). თუმცა ლექცია დაეთმობა მხოლოდ იმ ტენდენციებსა და თავისებურებებს, რომლებმაც ე.წ. „ნულოვანი საათიდან“ (გერმ. Stunde Null) 60-იან წლების დასაწყისამდე იჩინა თავი დასავლეთ გერმანულ (ე.ი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის) ლიტერატურაში. ლექციაზე შევიტყობთ, როგორი იყო ის ახალი, „შიშველი“ ლიტერატურული ენა, რომელზეც ცდილობდა ეწერა გერმანელი მწერლების „ახალგაზრდა თაობა“ (ვოლფგანგ ბორხერტი და სხვები) უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ; გავიხსენებთ, რას წერდნენ 40-50-იან წლებში უკვე სახელმოხვეჭილი გერმანელი კლასიკოსები - თომას მანი და ჰერმან ჰესე; გავარკვევთ, რატომ თქვეს უარი პოლიტიკურ თემატიკაზე „ჯგუფი 47“-ის წევრებმა; ვიმსჯელებთ, რამდენად შესაძლებელია, დაიწეროს ლექსები აუშვიცის ტრაგედიის შემდეგ; დავფიქრდებით, რის გამო დაიგვიანა მოდერნიზმმა გერმანულენოვან ლიტერატურაში; გავიცნობთ ომის შემდგომი ხანის სამ დიდ ავტორს - ჰაინრიჰ ბიოლს, გიუნთერ გრასსა და ზიგფრიდ ლენცს.
ობიექტის ტიპი: | სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (ლექცია) |
---|---|
თემატიკა: | P Language and Literature > PT Germanic literature |
ქვეგანყოფილება: | Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Levan Tsagareli |
განთავსების თარიღი: | 23 მარტი 2015 07:49 |
ბოლო ცვლილება: | 23 მარტი 2015 07:49 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/1804 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |