საკუთარი სახელის სემანტიკის რიგი თავისებურებანი

თევზაძე, მაია (2020) საკუთარი სახელის სემანტიკის რიგი თავისებურებანი. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "ინტელექტი", 1 (66). С. 78-81. ISSN 1512-0333

[img] ტექსტი
მაია თევზაძე -სტატია-საკუთარი სახელის სემანტიკის რიგი თავისებურებები.pdf

Download (178kB)

რეზიუმე

საკუთარი სახელები არის ნებისმიერი ენის ლქესიკური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მათი სრულიად თავისებური სემანტიკის წყალობით, ხშირად ძალიან რთულია საზღვრის გავლება საკუთარ და საზოგადო არსებით სახელებს შორის. ანთროპონიმთა თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე საზოგადო სახელები, ავლენენ თავიანთ ბინარულობას - ენობრივის (ზოგადის) და სამეტყველოს (კერძოს, კონკრეტულის) ერთიანობას. საკუთარი სახელი, როგორც ენობრივი ერთეული, არის ლექსიკური სისტემის ყველაზე უფრო აბსტრაქტული ერთეული, ხოლო როგორც სამეტყველო ერთეული, წარმოადგენს ყველაზე უფრო კონკრეტულ ერთეულს. საკუთარი სახელების აპელატივაციის პროცესი წარმოადგენს ერთერთ ფრიად მნიშვნელოვან საკითხს თანამედროვე ონომასტიკაში, იგი წარმოებს მეტყველებაში და საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ენის ლექსიკის გამდიდრებისთვის.

ობიექტის ტიპი: სტატია
თემატიკა: P Language and Literature > P Philology. Linguistics
P Language and Literature > PW Philology (General)
განმათავსებელი მომხმარებელი: პროფესორი მაია თევზაძე
განთავსების თარიღი: 19 მაისი 2021 14:25
ბოლო ცვლილება: 19 მაისი 2021 14:25
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/10378

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა