რეგულირებადი კონკურენტული სადაზღვევო მოდელის ევროპული გამოცდილება და საქართველოს რეფორმები

ვერულავა, თენგიზ (2014) რეგულირებადი კონკურენტული სადაზღვევო მოდელის ევროპული გამოცდილება და საქართველოს რეფორმები. In: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების აქტუალური პრობლემები", 27-28 ივნისი, 2014, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,.

[img]
გადახედვა
ტექსტი
თენგიზ ვერულავა - რეგულირებადი კონკურენტული სადაზღვევო მოდელი.pdf

Download (186kB) | გადახედვა

რეზიუმე

2013 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სისტემა. იგი არსებითად ცვლის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაფინანსების ორგანიზებას და მართვას. კერძოდ, სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული სარგებლების მრავალი გადამხდელი სისტემით, ანუ კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით დაფინანსების ნაცვლად, შეიქმნება ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ანუ ერთი გადამხდელით დაფინანსების სისტემა, სადაც თავს მოიყრის სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი ბიუჯეტი, რომლის ადმინისტრირებას, მიმწოდებლის შერჩევასა და დაფინანსებას თავად ფონდი უზრუნველყოფს. ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა სამედიცინო ხარჯების და შემთხვევების ეფექტური მართვაა. მთავარი კითხვაა, ვინ უფრო უკეთ გაართმევს თავს ამ ამოცანას: მრავალი გადამხდელის დაფინანსების სისტემა თუ ერთი გადამხდელის სისტემა, სახელმწიფო ერთიანი ფონდის სახით? ამ მხრივ საინტერესოა ევროპული ქვეყნების გამოცდილება. ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში გასული საუკუნის 90-იან წლებიდან დაინერგა ამერიკელი ეკონომისტის ალან ეინთჰოვენის და მისი ევროპელი მიმდევრების მიერ შემუშავებული “კონკურენტული სადაზღვევო მოდელის” კონცეფცია. “კონკურენტული სადაზღვევო მოდელის” არსი მდგომარეობს იმაში, რომ მზღვეველის სახით მოქმედებს მრავალი სადაზღვევო ორგანიზაცია და დაზღვეულს შეუძლია გააკეთოს არჩევანი მომგებიან და არამომგებიან სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებულ სერვისებს შორის.

ობიექტის ტიპი: სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (სტატია)
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: კონკურენტული სადაზღვევო მოდელი, მართული კონკურენცია
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 29 ივლისი 2019 14:15
ბოლო ცვლილება: 29 ივლისი 2019 14:15
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9159

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა