ჯანდაცვის სისტემა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში (1918-1921)

ვერულავა, თენგიზ (2018) ჯანდაცვის სისტემა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში (1918-1921). In: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახალი ეპოქის დასაწყისი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“, 1-2 ივნისი, 2018, კავკასიის უნივერსიტეტი.

[img]
გადახედვა
ტექსტი
Binder1.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (213kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: https://www.researchgate.net/publication/328601603...

რეზიუმე

მიმდინარე წლის 26 მაისს სრულდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი. 1918 წლის 26 მაისით დაიწყო თვისობრივად ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. დაიბადა XX საუკუნის ევროპული ტიპის, ახალი, საპარლამენტო დემოკრატიული სახელმწიფო. არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ქვეყნის მთავრობამ შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა ადგილობრივი მართვის ორგანოები, პროფესიული კავშირები, მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია. 1918-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდის უმთავრეს მოვლენას წარმოადგენდა უნივერსიტეტის დაარსება. 1918 წლის 26 იანვარს (ძველი სტილით) დავით აღმაშენებლის ხსოვნის დღეს, 13 საათსა და 20 წუთზე გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტი. ეს იყო პირველი ეროვნული უნივერსიტეტი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. უნივერსიტეტის დაარსებაში დიდია ივანე ჯავახიშვილის წვლილი. პროფესორთა საბჭომ უნივერსიტეტის პირველ რექტორად აირჩია პეტრე მელიქიშვილი. 1918-1921 წლებში, დროის მოკლე პერიოდში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები. დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყნის ისტორიაში პირველად დაიწყო ჯანდაცვის სახელმწიფო დონეზე ორგანიზება და მართვა, სამედიცინო რეფორმასთან დაკავშირებული პროექტების ფინანსური და მორალური მხარდაჭერის განხორციელება, ეროვნული სამედიცინო კადრების მომზადება. შეიძლება თამამად იმის აღნიშვნა, რომ ჯანმრთელობის დაცვის დარგში განხორციელებულმა რეფორმებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს ქვეყანაში ცივილიზებული საზოგადოებრივი ურთიერთობების დამკვირვების და დემოკრატიული საზოგადოების საქმეში.

ობიექტის ტიპი: სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (სტატია)
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 29 ივლისი 2019 14:12
ბოლო ცვლილება: 29 ივლისი 2019 14:12
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9149

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა