ამბულატორიული მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობა ხანდაზმულთათვის

ვერულავა, თენგიზ (2019) ამბულატორიული მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობა ხანდაზმულთათვის. ეკონომისტი (1). С. 37-58. ISSN 1987-6890

[img]
გადახედვა
ტექსტი
ჟურნალი ეკონომისტი.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (860kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://ekonomisti.tsu.ge/?cat=nomer&leng=ge&adgi=3...

რეზიუმე

ხანდაზმულები ჯანმრთელობის თვალსაზრისით განეკუთვნება ერთ-ერთ მაღალრისკიან ჯგუფს. საქართველოში პენსიონერები მოცულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, ხოლო სოციალურად დაუცველი ქრონიკული ავადმყოფებისათვის დამატებით მოქმედებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. კვლევა მიზანია ხანდაზმულთათვის მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის შეფასება. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 700 პენსიონერის გამოკითხვა სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. რესპოდენტთა უმრავლესობა ერთდროულად იყენებს სამზე მეტ მედიკამენტს (54%), რომელსაც იძენს ოჯახის ექიმთან მიმართვის გარეშე (57%) და ეწევა თვითმკურნალობას (37%), თვეში ხარჯავს 51-75 ლარის მედიკამენტს (39%), მედიკამენტებზე საშუალო ხარჯი შეადგენს 72 ლარს, რაც პენსიონერის პერსონალური შემოსავლის 33%-ია. რესპოდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები ისევ მაღალია. პენსიონერთა 29% თვეში ჯიბიდან იხდის 51-75 ლარს. მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული საშუალო ხარჯი შეადგენს 56 ლარს, რაც პენსიონერის პერსონალური შემოსავლის 25%-ია. გამოკითხულთა საკმაო ნაწილმა მთავარ პრობლემად მედიკამენტებზე მაღალი ხარჯები დაასახელა (26%). თითქმის მესამედმა (31%) სრულად ვერ შეიძინა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი, ხოლო 15%-მა სიძვირის გამო საერთოდ ვერ შეძლო მისი შეძენა. უმეტესობამ (64%) არაფერი იცოდა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ანაზღაურებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული კატეგორიის პენსიონერებს. ხანდაზმულთა მიერ მედიკამენტების შეძენა ოჯახის ექიმის გარეშე აჩვენებს მათ არარაციონალურ არჩევანს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემის დროს. 2017 წელს ამოქმედებულმა სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამამ გარკვეულწილად შეამსუბუქა ხანდაზმულების, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა მედიკამენტებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობა. თუმცა, რესპოდენტები უმთავრეს პრობლემად გამოყოფენ მედიკამენტების შეძენას. დაბალია დაზღვეულთა ინფორმირებულობის დონე ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა, მედიკამენტებზე დანახარჯები მძიმე ტვირთად აწვება იმ ხანდაზმულთა შემოსავლებს, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველნი. მიზანშეწონილია, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამამ, სოციალურად დაუცველების გარდა, მოიცვას საპენსიო ასაკის ქრონიკული ავადმყოფებიც, რადგან პროგრამით მოუცველ პენსიონერთათვის მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები, არაიშვიათად, შესაძლოა კატასტროფული და შესაბამისად მათი გაღატაკების მიზეზი აღმოჩნდეს.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ხანდაზმულები, პერსონალური შემოსავლები, მედიკამენტებზე დანახარჯები, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 15 ივლისი 2019 16:07
ბოლო ცვლილება: 15 ივლისი 2019 16:07
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9121

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა