შშმპ დასაქმების პოლიტიკა საქართველოში და ალტერნატიული გზები

ჭანტურიძე, მაია და ვერულავა, თენგიზ (2018) შშმპ დასაქმების პოლიტიკა საქართველოში და ალტერნატიული გზები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 4 (1). С. 89-98. ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
chanturidze.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (308kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: https://heconomic.wordpress.com/2017/12/31/policy/

რეზიუმე

შესავალი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება დღესდღეობით წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას საქართველოში. კვლევის მიზანია საქართველოში შშმ პირების შესახებ ისეთი საკითხების გააზრება, როგორიცაა: მათი უფლებების დაცვა, ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნა, ადაპტირება, უმუშევრობის პრობლემის მოგვარება და აღნიშნულის არაღმოჩენის შემთხვევაში რა ალტერნატიული გზების გამოძებნაა შესაძლებელი, რომ ნაკლებად დაირღვეს ამ ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა რესპოდენტების გამოკითხვა წინასწარ სტრუქტურირებული ინტერვიუს მეშვეობით. რესპოდენტების შერჩევა განხორციელდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. შედეგები, დისკუსია: საზოგადოების მიმღებლობა მაღალია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ. ისინი თვლიან, რომ შშმ პირებს აქვთ უფლება დასაქმდნენ, რადგან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. გამოკითხულ ადამიანთა უმეტეს ნაწილს სმენია შეზღუდული შესაძლებლობების მოდელების შესახებ. ის პირები, რომელთაც შშმ პირებთან გამოცდილება აქვთ უფრო ჰუმანურად და არასტერეოტიპულად არიან მათ მიმართ განწყობილნი, ხოლო ვისაც არ აქვს ამ კუთხით გამოცდილება, უფრო ნაკლები მზაობა აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების მიმართ. რეკომენდაციები: საჭიროა შეიქმნას უფრო მეტი პროფესიულლი სასწავლებლები შშმ პირთათვის და მოხდეს ამ საქმეში პროფესიონალი კადრის გაზრდა, ტრეინინგების და პროფესიული განვითარების კურსების მეშვეობით. აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და ჩართულობა შშმ პირთა სოციალიზაციაში. საჭიროა დამსაქმებელთა ინტერესის გაღვივება დაასაქმონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, სახელმწიფომ დამსაქმებლებს გაუწიოს გარკვული შეღავათები საგადასახადო, ფინანსურ საკითხებში, შშმ პირთათვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემოს შექმნა.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება
თემატიკა: H Social Sciences > H Social Sciences (General)
H Social Sciences > HV Social pathology. Social and public welfare
H Social Sciences > HK Social Work
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 15 ივლისი 2019 16:07
ბოლო ცვლილება: 15 ივლისი 2019 16:07
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9120

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა