მზრუნველობამოკლებული მოზარდების პრობლემები თავშესაფრის დატოვების შემდეგ

კუტივაძე, ბექა and ლურსმანაშვილი, ირინა and ვერულავა, თენგიზ (2019) მზრუნველობამოკლებული მოზარდების პრობლემები თავშესაფრის დატოვების შემდეგ. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 5 (1). pp. 23-38. ISSN 2346-7983

[img]
Preview
Text
TAVSESAFARI.pdf - Published Version

Download (196kB) | Preview

Abstract

შესავალი. თავშესაფრების დატოვების შემდეგ მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდებს ექმნებათ სხვადასხვა პრობლემები, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ბინის მოძიებასთან, დასაქმებასთან. კვლევის მიზანია სრულწლოვანი ასაკის მიღწევისას თავშესაფრების დატოვების შემდეგ მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების პრობლემების შესწავლა. მეთოდოლოგია. თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა მზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდების და სოციალური მუშაკების სიღრმისეული ინტერვიუ. შედეგები, დასკვნა. მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს თავშესაფრის დატოვების შემდეგ უწყდებათ სახელმწიფო დახმარება, რის გამოც დგანან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფსიქოლოგიური გამოწვევების წინაშე. ასეთ მოზარდთა მეტი წილი ვერ უბრუნდება ოჯახს და აქვთ არასტაბილური საცხოვრისის, დასაქმების, საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევით მათზე ზრუნვის გაგრძელება, სხვადასხვა პროფესიული ტრენინგების ჩატარება, საზოგადოებაში ინტეგრაციის სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, დასაქმების ხელშეწყობა.

Item Type: Article
Uncontrolled Keywords: მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მინდობით აღზრდა, თავშესაფარი
Subjects: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 12 Jul 2019 15:52
Last Modified: 12 Jul 2019 15:52
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9111

Actions (login required)

View Item View Item