თვალავაძე, ქეთევან და ვერულავა, თენგიზ (2019) საქართველოს საბალეტო დასის მოცეკვავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის თავისებურებები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 5 (2). С. 46-61. ISSN 2346-7983
|
ტექსტი
ballet.pdf - გამოქვეყნებული ვერსია Download (290kB) | გადახედვა |
რეზიუმე
შესავალი: ცეკვა მოიცავს სხეულის, გონებისა და ემოციების ერთობლივ მოქმედებას, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი პროცესია. რეალურად კი ამ სასიამოვნო სანახაობას თან ახლავს დაავადებები და ტკივილი. ნებისმიერი ცეკვის შემთხვევაში, განსაკუთრებით კი ცეკვის ისეთი რთული სახეობის შემთხვევაში, როგორიც ბალეტია, ჩართულია მთელი რიგი ბიოფსიქოსოციალური ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდებს ბალეტის მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ბალეტს შეუძლია იყოს როგორც განკურნების და სტრესის დაძლევის ერთ-ერთი საშუალება, ასევე მთელი რიგი სერიოზული დაავადებების გამოწვევი მიზეზი. კვლევის მიზანია საქართველოს საბალეტო დასის წევრთა/მოცეკვავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის თავისებურებების შესწავლა. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა საქართველოს საბალეტო დასის 7 წევრის (4 უცხოელი და 3 ქართველი მოცეკვავე) სიღრმისეული ინტერვიუ. შედეგები და დისკუსია: ბალეტის დიდი სიყვარულის მიუხედავად, დიდია ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები. მოცეკვავეებს მუდმივად უწევთ ტკივილის ატანა. ხშირია ექიმთან ვიზიტის გადადების შემთხვევები. დაბალია ოჯახის ექიმის მიმართ ნდობა. საბალეტო დასის მოცეკვავეთა ბიოფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს როგორც ფიზიკური დატვირთვა, ტრავმების მაღალი რისკი, ასევე მუდმივი სტრესი და საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომელიც უკვე არსებულ ძლიერ სტრესს კიდევ უფრო ამწვავებს. რეკომენდაცია: ბალეტის მსახიობთა ბიოფსიქოსოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სტრესორების, ექიმთან მიმართვიანობისა და დაზღვევის ფუქნციონირების თავისებურებების იდენტიფიცირება, რაც საშუალებად მოგვცემს არა მხოლოდ ობიექტურად შევაფასოთ ამ პროფესიისთვის დამახასიათებელი რისკები, არამედ ეფექტური ხერხებით ვიზრუნოთ მათ გამოსწორებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | ბალეტის მოცეკვავეთა ჯანმრთელობა, პროფესიული დაავადებები |
თემატიკა: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 12 ივლისი 2019 15:51 |
ბოლო ცვლილება: | 12 ივლისი 2019 15:51 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9108 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |