Вариации интенсивности свечения ночного неба в ближней инфракрасной области / ღამის ცის ნათების ინტენსივობის ვარიაციები ახლო ინფრაწითელ უბანში

Фишкова, Л.М. and ფიშკოვა, ლ.მ. (1955) Вариации интенсивности свечения ночного неба в ближней инфракрасной области / ღამის ცის ნათების ინტენსივობის ვარიაციები ახლო ინფრაწითელ უბანში. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენი (19). pp. 3-23.

[img]
Preview
Text
1955–19–1.pdf

Download (24MB) | Preview

Abstract

ღამის ცის ნათების ინტენსივობის სისტემატურ დაკვირვებებს სპექტრის ოთხ უბანში (ცხრ.1), რომლებიც შესაბამისი შუქფილტრებით გამოიყოფა, ვაწარმოებდით ჟანგბად–ცეზიუმის ფოტომამრავლებლიანი, მუდმივი დენის გამაძლიერებლის მქონე ელექტროფოტომეტრით (ნახ.1). დაკვირვებების დამუშავებისას მხედველობაში ვიღებდით გამჭვირვალობის რყევებს, როგორც ხილულ უბანში (სტანდარტული ვარსკვლავების გაზომვების საფუძველზე), ასევე ინფრაწითელ უბანში (შთანთქმა წყლის ორთქლის ზოლში – 0.94 μ) და ასევე – ღამის ცის ნათების ვარსკვლავიერი შემადგენლის გავლენას. დაკვირვებითი მასალა მოიცავს პერიოდს 1952 წ. 27 სექტემბრიდან 1954 წ. 23 ნოემბრამდე. (სულ 109 ღამე, რომელთაგან 62 სრული ღამეა). 7–17 ნახაზებზე მოცემულია ღამის ინტენსიბოვის ვარიაციების მრუდები (უწყვეტი 1,2,3, –λ 9400 Å, 8000 Å და 6400 Å–სთვის, შესაბამისად, და წყვეტილი – 5330 Å–ისთვის). მრუდების ფორმის მიხედვით ყველა ღამეები შეიძლება დავყოთ შემდეგნაირად: 1. ღამეები შუაღამის მახლობლობაში ინტენსივობის მაქსიმუმებით. 2.მაქსიმუმით ღამის მეორე ნასევრის დასასრულს. 3.ინტენსივობის თანაბარი დაცემით საღამოდან დილამდე. 4.ინტენსივობის არაწესიერი ფლუქტუაციებით ღამის განმავლობაში. შენიშნულ იქნა გარკვეული სეზონური სვლა, დაახლოებით თანხვდენილი ყველა სპექტრის უბნისათვის – იინტენსივობის მაქსიმუმით ნოემბერ–დეკემბერში და მინიმუმით მარტ–მაისში (ნახ.18 ცხრ. II). ჩატარებული იყო ღამის ცის გამოსხივების ინტენსივობის შედარება მზის აქეივობასთან გამოსაკვლევ პერიოდში, რისთვისაც გამოყენებული იყო ვოლფის რიცხვის საშუალო თვიური მნიშვნელობანი (ნახ. 20, მრუდი W), და აგრეთვე – ვოლფის რიცხვის მნიშვნელობანი დაკვირვების ყოველი ღამის წინა დღისათვის (ნახ. 21). ნაჩვენებია, რომ შესაბამის კორელაციას ყოველთვის არა აქვს ადგილი. რამდენადმე უკეთესი კორელაცია იყო მიღებული კქომოსფერულ წარმონაქმნებთან (ნახ. 20). დეკემბერი, 1954 წ.

Item Type: Article
Subjects: Q Science > QB Astronomy
Divisions: Institutes > Evgeny Kharadze Abastumani National Astrophysical Observatory
Depositing User: თამარ ჭაღიაშვილი
Date Deposited: 02 May 2018 10:50
Last Modified: 02 May 2018 10:50
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/7951

Actions (login required)

View Item View Item