შეზღუდული კონკურენცია ჯანდაცვის ბაზარზე: გადაწყვეტის გზები

ვერულავა, თენგიზ (2017) შეზღუდული კონკურენცია ჯანდაცვის ბაზარზე: გადაწყვეტის გზები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები, გამოწვევები" შრომების კრებული. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. С. 72-78. ISSN 978-9941-13-658-0

[img]
გადახედვა
ტექსტი (სტატია)
თენგიზ ვერულავა შეზღუდული კონკურენცია ჯანდაცვის ბაზარზე გადაწყვეტის გზები.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (1MB) | გადახედვა
[img]
გადახედვა
ტექსტი (სრული კრებული)
წიგნი.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (7MB) | გადახედვა
[img]
გადახედვა
ტექსტი (კონფერენციის პროგრამა)
Programme.pdf - დამატებითი მასალები

Download (1MB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://competition25.ge/public/uploads/media/varul...

რეზიუმე

ჯანდაცვის ბაზარი თავისი ძირითადი მახასიათებლებით წარმოადგენს არასრულყოფილი კონკურენციის ბაზარს და ხშირად კლასიფიცირდება როგორც მონოპოლისტური ბაზარი და ოლიგოპოლია. ჯანდაცვის სისტემის შეზღუდულ კონკურენციას თავისი მიზეზები აქვს, კერძოდ, სამედიცინო ბაზარზე შესვლა შეზღუდულია, სამედიცინო ბაზარზე კონკურენტთა მცირე რაოდენობაა, სამედიცინო ბაზარზე სამედიცინო მომსახურების მიწოდების იერარქიული სისტემაა, სამედიცინო მომსახურების მრავალ სახეს არ გააჩნია მისი შემცვლელი, სამედიცინო მომსახურება არაერთგვაროვან პროდუქტს წარმოადგენს. ჯანდაცვის სისტემის შეზღუდული კონკურენცია ნეგატიურად მოქმედებს არამარტო სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, არამედ ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახსრების ეფექტურ ხარჯვაზე. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, სადაც ჯანდაცვაზე ისედაც მწირი სახსრები გამოიყოფა. შეზღუდული კონკურენციის უარყოფითი ეფექტების გადასაწყვეტად ბევრმა ქვეყანამ სხვადასხვა მეთოდები გამოიყენა. ამ თვალსაზრისით საკმაო გამოცდილება დაგროვდა. ჩვენი ნაშრომის მიზანია განვიხილოთ ჯანდაცვის სისტემაში კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების ორი საყოველთაოდ ცნობილი მექანიზმი: კერძო სამედიცინო დაზღვევის შევსებითი და ჩანაცვლებითი ფორმების როლი უნივერსალურ, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში და საავადმყოფოების მესაკუთრეობის სხვადასხვა ფორმებს შორის კონკურენციის ხელშეწყობა.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: სამედიცინო ბაზარი, ჯანდაცვა, კონკურენცია
თემატიკა: H Social Sciences > HH Economic
H Social Sciences > HB Economic Theory
H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 21 ნოემბერი 2017 08:11
ბოლო ცვლილება: 21 ნოემბერი 2017 08:11
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/7318

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა